2025 წელი საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2.7 მილიარდი ლარამდე გაიზარდა. შარშან ადგილობრივი კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზარი ასე გადანაწილდა: 1,145 მლნ ლარი ლარში დენომინირებული ობლიგაციებია; 1,438 მლნ ლარი დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს უკავიათ, 121 მლნ ლარის კი ევროს ობლიგაციებია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ლარის ობლიგაციების წლიური განაკვეთი საშუალოდ 11-12%-ს შორის მერყეობდა, დოლარის შემთხვევაში კი 8-8.5% იყო.

კომპანიები, რომლებმაც 2025 წელს ობლიგაციები გამოუშვეს:

  • MBC – 60 მლნ ლარი;
  • Nikora Trade – 60 მლნ ლარი;
  • Georgian Healthcare Group – 350 მლნ ლარი;
  • Nikora – 60 მლნ ლარი;
  • Rico Express – 200 მლნ ლარი;
  • Tegeta Motors – 260 მლნ ლარი;
  • Nova – 50 მლნ ლარი;

სექტორების მიხედვით ობლიგაციების ემისიებში ტრანსპორტის, საფინანსო და ჯანდაცვის სექტორები ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელში ობლიგაციები ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა 517 მლნ ლარიდან 2.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

უახლესი

მსგავსი სტატიები