— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

2025 წელს, კაია კალასის და მაგნუს ცაჰკნას პარტიებმა წევრების ყველაზე დიდი რაოდენობა დაკარგეს – კალასის პარტია 524-მა წევრმა დატოვა

2025 წელს, კაია კალასის და მაგნუს ცაჰკნას პარტიებმა წევრების ყველაზე დიდი რაოდენობა დაკარგეს – კალასის პარტია 524-მა წევრმა…

2025 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ახალი წევრი ესტონეთის კონსერვატიულ სახალხო პარტიას (EKRE) შეემატა. EKRE-ს 2025 წელს 902 კაცი შეემატა, 469 კი მოაკლდა. სუფთა მატებამ 433 წევრი შეადგინა და დღეისათვის პარტია 9 256 წევრს ითვლის, რაც გასული წლის რაოდენობას (8 823) 4,9%-ით სჭარბობს.

პარტიას ახალი წევრების რაოდენობით (448) მეორე ადგილზეა Isamaa („მამული“) . პარტიის წევრთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 264-ით გაიზარდა და სამშაბათის მონაცემებით 7 266-ს მიაღწია (3,8%-იანი ზრდა), რაც ნიშნავს, რომ პარტიული სიიდან სხვადასხვა მიზეზის გამო 184 ადამიანი ამოიღეს.

სხვა ორ ოპოზიციურ პარტიაში წევრთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა „ესტონეთის ცენტრისტული პარტია“ კვლავ ყველაზე დიდ პოლიტიკურ პარტიად რჩება. პარტიამ 313 წევრი დაკარგა (509 ამოიღეს სიიდან, 196 კი ახალი წევრია) და ამ მომენტისთვის მას 11 814 წევრი ჰყავს (2,6%-იანი კლება).

„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრთა რაოდენობა 124-ით შემცირდა. პარტია ამჟამად 4 555 წევრი ჰყავს, რაც ერთი წლის წინანდელ რაოდენობაზე (4 679) 2,7%-ით ნაკლებია.

დაკარგულ წევრთა აბსოლუტური სიდიდით პირველ ადგილზეა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, „ესტონეთის რეფორმის პარტია“. პარტია 2025 წელს 524-მა წევრმა დატოვა. ამჟამად პარტიას 9 080 წევრი ჰყავს, რაც ერთი წლის წინანდელ რაოდენობაზე 4,8%-ით ნაკლებია.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგნუს ცაჰკნას პარტიამ, „ესტი-200“’, რომელიც „ესტონეთის რეფორმის პარტიასთან“ ერთად სამთავრობო კოალიციაშია, პროცენტულად ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. „ესტი 200“-მა, წელს 20 ახალი წევრი მიიზიდა, თუმცა 129 დაკარგა და პარტიას ამჟამად მხოლოდ 648 წევრი ანუ შარშანდელთან შედარებით 13,7%-ით ნაკლები წევრი ჰყავს.