— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

26 წლის ბელარუსელი ქალი ტაილანდში მოტყუებით ჩაიყვანეს, შემდეგ მოკლეს და ორგანოებად გაყიდეს

26 წლის ბელარუსელი ქალი ტაილანდში მოტყუებით ჩაიყვანეს, შემდეგ მოკლეს და ორგანოებად გაყიდეს

ბელარუსელი ქალი მოტყუებით ტაილანდში წაიყვანეს, მას მოდელად მუშაობას ჰპირდებოდნენ, თუმცა ტაილანში ჩასვლის შემდეგ იგი მონად მუშაობდა, რის შემდეგაც მოკლეს და მისი ორგანოები შავ ბაზარზე გაყიდეს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 26 წლის, მინსკის მკვიდრი ვერა კრავცოვა აზიაში დამატებითი შემოსავლის საშოვნელად წავიდა, მაგრამ გაუჩინარდა. თავიდან ის მოტყუებით ჩაიყვანეს ტაილანდში და სავარაუდოდო, თაღლითურ ცენტრს მიჰყიდეს, სადაც ქალებს აიძულებენ, მამაკაცები გაცნობის საიტებზე მოატყუონ. როდესაც ვერამ ფულის შოვნა შეწყვიტა, მასთან კონტაქტი გაწყდა.

მოგვიანებით, მიანმარიდან უცნობმა პირებმა მშობლებისგან 500 000 დოლარის გამოსასყიდი მოითხოვეს მისი ცხედრის სანაცვლოდ და რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადეს, რომ ის კრემირებული იყო. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მისი გაუჩინარება, მაგრამ დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.

ვერა მინსკში დაიბადა, დაამთავრა მოლოდეჩნოს პროფესიული სასწავლებელი, მუშაობდა მიმტანად კაფეში და ოცნებობდა სცენაზე გამოსვლაზე. 2017 წელს, მან მონაწილეობა მიიღო შოუ „ხმის“ კასტინგში.

რამდენიმე წლის წინ, ის უკვე ცხოვრობდა აზიაში – ჩინეთსა და სინგაპურში. მოგვიანებით, ახალგაზრდა ქალი ტაილანდში გადავიდა საცხოვრებლად. გაცნობის საიტზე “მამბა“ ის სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლად იყო მითითებული.

მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალთან კონტაქტი ოქტომბრის დასაწყისში გაწყდა.