— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

42 ქართული ტურისტული კომპანია „China Ready“ პროგრამაში ჩაერთო

42 ქართული ტურისტული კომპანია „China Ready“ პროგრამაში ჩაერთო

ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე კავშირების დამყარებისა და საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 42 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლისთვის ტრენინგი გაიმართა.

ქართული ტუროპერატორებისა და გიდებისთვის ტრენინგი საერთაშორისო მარკეტინგული სააგენტოს Dragon Trail International წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
ტრენინგის „China Ready“ მიზანია, საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მომზადება, სერვისის ჩინურ ბაზარზე მორგება, ბაზრის სპეციფიკის გაცნობა და ეფექტიანი საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება.

„ჩინური ბაზარი ძალიან მზარდია, ყოველდღიურად იზრდება ჩინელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ის ინსტრუმენტები, რჩევები და რეკომენდაციები, რაც პროფესიონალებისგან დაგვეხმარება სერვისის განვითარებასა და პოტენციური კლიენტების უფრო აქტიურად მოზიდვაში. ჩვენი კომპანია ყოველწლიურად მონაწილეობს ტურისტულ გამოფენაში, რომელიც შანხაიში იმართება, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები, რაც ჩინეთის ბაზრიდან ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა „კავკასუს თრეველის“ წარმომადგენელმა ანი ქერაშვილმა.
ტრენინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა Dragon Trail International-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ცაო:

„დიდი სიამოვნებაა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიასთან თანამშრომლობის. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სექტორის წარმომადგენლებს უკეთ გაიგონ ჩინელი მომხმარებლების თავისებურებები და ის, თუ როგორ შეიძლება მათთვის უკეთესი სერვისის შეთავაზება. მთავარი იდეა არის ის, რომ შევთავაზოთ ჩინელ მოგზაურებს საუკეთესო გამოცდილება, რათა დადებითი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ სამშობლოში და შთააგონონ ახალ მოგზაურებს საქართველოში ჩამოსვლაზე“,-აცხადებს ჯორ ცაო.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინური ბაზრიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით Dragon Trail International-თან თანამშრომლობს. კომპანია ერთ-ერთ წამყვან ციფრულ მარკეტინგულ სააგენტოდ ითვლება ჩინეთში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტურიზმის ორგანიზაციებთან და ბრენდებთან.