პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ალექსანდრე რატიშვილი: პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს შემთხვევაში, ეს არის საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა – იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი

„გამომდინარე ასიმეტრიული ურთიერთობის ფაქტიდან როგორც თქვენ ბრძანეთ ადგილი აქვს მიმწოდებლების მიმართ და განსაკუთრებით მტკივნეული ეს არის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, დისტრიბუტორებისთვისაც და იმპრტიორებისთვისაც, მაგრამ მე როგორც მწარმოებელი ვლაპარაკობ მათი სახელით. იმდენად არათანაბარი, იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ განვვითარდეთ. თუ ამ საკითხს არ მიეხედა ჩემი წარმოებაც და ბევრი სხვაც ხვალ – ზეგ გაკოტრების პირას ვიქნებით, ვართ უკვე,“- განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

უახლესი

მსგავსი სტატიები