ლიზა გეგეჭკორი: დააკვირდით “ნაცების” რეაქციას, როგორც ეშმაკი კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე ატეხეს ჭყვიტინი ახალი პატრიარქის დანახვისას – როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე ნათელ და ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმა და ზიზღი აფრქვიონ?

“მაშინ, როცა სრულიად საქართველო ამ მოვლენას უდიდესი პატივისცემით, იმედითა და აღმატებული სულიერი განწყობით ხვდება, ეს ხალხი ისევ საკუთარ სტიქიაშია, სხედან და შხამს ანთხევენ.
მართლა საოცარია, როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე ნათელ და ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმა და ზიზღი აფრქვიონ? თუმცა, გასაკვირიც აღარაფერია, სინათლე ყოველთვის აშინებს მათ, ვინც ბოროტებით ცხოვრებას არის შეჩვეული,” – წერს ლიზა გეგეჭკორი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.

უახლესი

მსგავსი სტატიები