ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს. უწყება განცხადებას ავრცელებს.
“პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 29-30 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.
წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:
- ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3კგ;
- გოჭი შემწვარი არაუმეტეს ერთი ცალი
- ქათამი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;
- ყველი – 3 კგ;
- ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;
- გოზინაყი-500 გრამი
- კიტრი და პომიდორი 2-2 კგ.
- ჩურჩხელა-5 ცალი
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს”, – აღნიშნულია განცხადებაში.




