— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მსოფლიო

ახალმა კვლევამ შინაური კატების ევროპაში გამოჩენის დრო დააზუსტა

ახალმა კვლევამ შინაური კატების ევროპაში გამოჩენის დრო დააზუსტა

შინაური კატები ევროპაში დაახლოებით 4 ათასი წლით გვიან გამოჩნდნენ, ვიდრე აქამდე ითვლებოდა – ასეთ დასკვნამდე ახალი კვლევის ავტორები მივიდნენ.

მათ დაადგინეს, რომ კატები ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში გამოჩნდნენ და კონტინენტზე რომაელი ჯარისკაცების წყალობით გავრცელდნენ. კატები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, 10 ათასი წლის წინ მოაშინაურეს. აქამდე ითვლებოდა, რომ ეს ცხოველები ევროპაში 6 ათასი წლის წინ, ნეოლითის ხანაში, ახლო აღმოსავლელ მიგრანტებთან ერთად მოხვდნენ.

მეცნიერებმა ევროპასა და მცირე აზიაში აღმოჩენილი კატების ნაშთები შეისწავლეს, მათი გენომი აღადგინეს და თანამედროვე კატების გენომს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ძვლები, რომლებიც ადრე შინაური კატების ეგონათ, სინამდვილეში ადგილობრივ ტყის კატებს ეკუთვნოდათ. შინაური კატები კი კონტინენტზე 2 ათასი წლის წინ მოხვდნენ.

„დავადგინეთ, რომ შინაური კატის ყველაზე ადრეული გენომი ევროპაში რომი იმპერიის პერიოდს უკავშირდება. მთელს კონტინენტზე ვერ ვიპოვეთ ვერცერთი შინაური კატა, რომლის ძვლებიც 2 ათასი წლით ადრე იქნებოდა დათარიღებული“, – განაცხადა პალეონტოლოგმა, კვლევის ხელმძღვანელმა კლაუდიო ოტონიმ.

შინაური კატების ყველაზე ადრეული გენომი იმჟამინდელი რომის იმპერიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, კერძოდ თანამედროვე იტალიაში, სერბეთში, ავსტრიასა და ინგლისში. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კატები კონტინენტზე ძალიან სწრაფად გავრცელდნენ.