თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
მსოფლიო

ალექსანდრ ლუკაშენკო პეკინში სი ძინპინს შეხვდა

ალექსანდრ ლუკაშენკო პეკინში სი ძინპინს შეხვდა

ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, – განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პეკინში გამართულ შეხვედრაზე.

ლუკაშენკოს ვიზიტი ჩინეთში მას შემდეგ შედგა, რაც მან გასულ კვირას მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართა.

Reuters-ი წერს, რომ შეხვედრას წინ უძღოდა მზარდი დაძაბულობა ბელარუსსა და უკრაინას შორის. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი ცდილობს, აიძულოს ლუკაშენკო, გაზარდოს მხარდაჭერა რუსეთისთვის უკრაინის ომში.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და ბელარუსმა „უნდა შეინარჩუნონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტ წინსვლას მაღალ დონეზე და უკეთესი სარგებელი მოუტანონ ორივე ქვეყნის ხალხს“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ჩინეთი მზად არის, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავაც გაუწიოს დახმარება ბელარუსს განვითარებასა და მშენებლობაში, აღნიშნა სი ძინპინმა. ბელარუსის პრეზიდენტის Telegram-არხზე კი აღინიშნა, რომ ჩინეთ-ბელარუსის ურთიერთობები „ისტორიულ პიკზეა“.