— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
Uncategorized

ამირან სალუქვაძე რუსთავში კორპუსის მშენებლობაზე: ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის- როცა საჯარო პირი არეკლამებ მშენებლობას და მაყურებელს ეუბნები, ჩემი ბინა უკვე აშენდა შანსი არ გაუშვაო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოჯახის ბიზნესია

ამირან სალუქვაძე რუსთავში კორპუსის მშენებლობაზე: ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის- როცა საჯარო…

„ჰოი, საოცრებავ, თურმე ოჯახური ბიზნესისთვის ირჯება. ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკას მამას (დირექტორი) და ოჯახს ეკუთვნის. არ გადაგღლით კომპანიის მეწილეების შემადგენლობით და წილების ცვლილებებით. არც ბიზნესი, არც ეს კომპანია და არც ოჯახია ამ პოსტის ინტერესი. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. საქმე სხვა რამეშია.
როცა საჯარო პირი არეკლამებ მშენებლობას, მაყურებელს ეუბნები ჩემი ბინა უკვე აშენდა, შანსი არ გაუშვა, თუ გინდა გახდე ჩემი მეზობელიო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოჯახის ბიზნესია. ჩემი ბინა შენდებაო ისე ამბობს, თითქოს სხვის აშენებულ სახლში იყიდა. არც საკუთარი ბიზნესის რეკლამაა პრობლემა, როცა იცი, რომ მისი ბიზნესია. როცა რომელიმე რესტორატორი, მეღვინე, ნებისმიერი მეწარმე საკუთარ ნაწარმს, მომსახურებას არეკლამებს, ეს ნორმალურია. იცი რომ მისია. მეორე საკითხია, როცა გვეუბნებიან ჩემი ბინა უკვე აშენდა და შანსი არ გაუშვა, დროზე შემოიტანე პირველი შესატანი და ა.შ.
“ორბის” ან სხვა კომპანიის მფლობელმა რომ თქვას, ჩემი ბინა უკვე აშენდა, არ გაუშვა შანსი, შემოიტანე ფული… ნორმალურია? მისი ბინა ხომ კლიენტების ფულით შენდება?!
ერთ სუბიექტს ვაკვირდებოდი ამას წინათ. თვეების მანძილზე მარკეტებს და ფასებს ებრძოდა. მერე საკუთარი “მწვანილის” რეკლამირება დაიწყო, სხვებზე იაფად ვყიდიო. ბოლოს გადამყიდველობაზე გადავიდა და ფასებში გადაუსწრო ქსელურ მარკეტებს. ნორმალურია? არაა ნორმალური.
ჰოდა, არც ეს მოსულა, როცა საკუთარი ცნობადობით საკუთარ ბიზნესს ისე არეკლამებ, რომ პოტენციური კლიენტებისთვის უცნობია ფული შენს ბიზნესში რომ შემოაქვს და საკუთარ ბინას მისი ფულით იშენებ. სულ ესაა.
ჰო, თანმდევად რუსთავიც კარგად გაარეკლამა: ამბობს რუსთავში მაღალსართულიანი სახლების აშენება არ შეიძლებაო. ასევე კარგი ყოფილა, თურმე, რუსთავი საუნივერსიტეტო ქალაქად რომ იქცევა?!“- წერს სალუქვაძე.

https://www.facebook.com/share/r/1MNSwxi8ai

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ… Uncategorized

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა

2 დღის წინ5 წთ
თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა

19 ნოემბერი4 წთ
თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს

29 ოქტომბერი4 წთ