თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკოლოზ მეტრეველი: უნდა გვახსოვდეს, ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია- საქართველოს სიყვარული ე.წ ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება ჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს – ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ იგივე პოსტს ხაბეზე უფრო დაბალგანვითარებული პოლიტიკური პითეკანთროპი დაიკავებდა, თუმცა, ფსკერის გახვრეტა “ნაცების” ხელობაა ფრიდრიხ მერცი – უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი მიხეილ სააკაშვილი გია ნოდიაზე: ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს. როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც ფაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, ქოცები მაინც გაიმარჯვებდნენ? დიდი ბირტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა – ჯონ ჰილი კირ სტარმერის მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ მან მზარდ საფრთხეებთან გასამკლავებლად საკმარისი დაფინანსება ვერ გამოყო
საქართველო

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც…

პატივცემულო დელეგატებო, მოგესალმებით საქართველოს ახალგაზრდების სახელით. ჩვენს ენაში სიტყვა- ახალგაზრდა შედგება ორი ფუძისგან: ახალი და ზრდა. დღეს საქართველოში ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც ეს ზრდა შემთხვევითობაზე არ იქნება მინდობილი, არამედ საერთო პასუხისმგებლობითა და კეთილდღეობის მკაფიო ხედვით იქნება წარმართული – განაცხადა ანამარია ქუთათელაძემ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ქუთათელაძე ამბობს, რომ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი, მიგრაციითა და იძულებით გადაადგილებით დაზარალებულებს, უნდა ჰქონდეთ საკუთარი ხმა ქვეყნის განვითარებაში. იგი მის პირად გამოცდილებასაც აზიარებს და ამბობს, რომ ის მათ შორის, წარმოადგენს იმ თაობასაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში გაიფანტნენ.

გამომსვლელი ხაზს უსვამს, რომ საქართველო უახლოვდება საერთაშორისო მიდგომებს, სადაც ახალგაზრდების განათლება და კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არ არის და საჭიროა რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომა.

„მე ვსაუბრობ არა მხოლოდ ახალგაზრდების სახელით, არამედ იმ თაობების სახელითაც, რომლებიც მიგრაციამ და იძულებითმა გადაადგილებამ გაფანტა. მეც მცირე ასაკში დავტოვე საქართველო და ვარ იძულებით გადაადგილებული დედის შვილი. ეს გზა აყალიბებს ჩვენს იდენტობასა და კუთვნილების განცდას. ხანგრძლივი დროის განმავლობაში აძლიერებს ჩვენს ერთგულებას საქართველოს მიმართ, რათა დავაბრუნოთ ცოდნა, გამოცდილება და ავაშენოთ მომავალი, სადაც ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკა რთულ გარემოში ვითარდება, რომელსაც ახასიათებს დემოკრატიული გარდაქმნები, ოკუპაცია, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები და ციფრული ჩართულობის აუცილებლობა. საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს.

საქართველო ასევე ერთვება საერთაშორისო დისკუსიებში განათლების სფეროში კეთილდღეობის საკითხებზე. ამ მიმართულების ვაღრმავებთ ჩვენს გაგებას, ახალგაზრდებზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩარჩოს მხარდაჭერით და მზად ვართ, რომ ჩვენი ხედვები და მოსაზრებები მსოფლიოს გავუზიაროთ. თუმცა, მისი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის, ეს გაგება კიდევ უფრო ჰოლისტური უნდა გახდეს- დაფუძნებული აკადემიურ კვლევებზე და ახალგაზრდების ხმით ჩამოყალიბებული. არსებულ პროგრამებზე დაყრდნობით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდების მრავალფეროვანი და მუდმივად ცვალებადი საჭიროებების კომპლექსურად დაკმაყოფილებას.

ახალგაზრდებიც თავად პასუხობენ ამ გამოწვევებს. ისინი ისეთ ინიციატივებს ქმნიან, რომლებიც კეთილდღეობას უწყობს ხელს. ეს ძირეული ძალისხმევა იზოლირებული არ არის, არამედ ახალგაზრდული გამძლეობის ფართო სისტემის ნაწილია. ძალისხმევა თვალსაჩინოა, პროგრესი აშკარაა, მაგრამ ეს საკმარისი ჯერ კიდევ არ არის. მეტის გაკეთება არის შესაძლებელი და უკვე კეთდება კიდეც. ჩვენი ახალი ზრდის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ მიზანი კი აღარ იყოს, არამედ გახდეს ყოველდღიურად განცდილი ცხოვრების ნაწილი, რომელსაც ადამიანები რეალურად გრძნობენ“ – განაცხადა ანამარია ქუთათელაძემ.