— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
Uncategorized

ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ, სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა – სააკაშვილის პრესმდივანი

ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ, სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა – სააკაშვილის პრესმდივანი

ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ, სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა, – დარინა ჩიჟი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს გირაოს თანხას უფარავს, ამის შესახებ ჩიჟი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, ერმაკს დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად თანხის გათეთრება, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება და კორუფციული სქემების მფარველობა ედება ბრალად – ანტიკორუფციული ორგანოების არგუმენტები მოსამართლემ გაიზიარა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი პატიმრობაში გაუშვა, თუმცა ერმაკი საპატიმროში არ გადაუყვანიათ – სასამართლომ მას გირაოს გადახდის შესაძლებლობა დაუტოვა.

“მკაფიოდ ვასხვავებ, სად არის მართლმსაჯულება და სად – მასში შეფუთული ანგარიშსწორება,” – ამ განცხადებით განმარტავს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან, ანდრეი ერმაკის სახელით, სასამართლოში გირაო შეიტანა.

“მიხეილ სააკაშვილის ისტორიის შემდეგ, მე ძალიან მკაფიოდ ვასხვავებ ერთმანეთისგან, სად არის სამართალი და სად – მასში შეფუთული ანგარიშსწორება. ამიტომ, ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ.

ვინაიდან ძალიან სახიფათოა პრაქტიკა, როდესაც საქმეების აღძვრა იწყება არა დანაშაულების, არამედ პრინციპული პოზიციის გამო. უკრაინის ინტერესების, დონბასის ან მთლიანად ქვეყნის ჩაბარებაზე უარის თქმის გამო და ეჭვიც არ მეპარება: სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა,” – წერს სააკაშვილის პრესმდივანი.

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ… Uncategorized

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა

1 დღის წინ5 წთ
თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა

19 ნოემბერი4 წთ
თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს

29 ოქტომბერი4 წთ