თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია დავით ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: იმდენად შეფუთა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა რ-2-ის ტყუილში გადაბრალებაში – რომ ფარული კინორეკლამებისა არ იყოს, ადგილობრივ ბაზარზე “გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვების” თემა შემოაგდო. თან მისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ საკუთარ წეს-ჩვეულებას ყელზე ფეხი დააჭირა და არც ერთი გრამატიკული შეცდომა არ დაუშვა მისთვის ესოდენ ფასეულ პოსტში ნიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ კახა ძაგანია: საქართველოში დიფსტეიტის პროექტი “წარმატებით” გრძელდება, პროექტი რომლის სახელწიდებაა “ორი კვირით დავაჭერინოთ თავები, ურსულას სალაპარაკო რომ მიეცეს” ახალ ფაზაშია გიორგი ქართველიშვილი: დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას!
პოლიტიკა

ანზორ მელია სააკაშვილზე: გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის, სირცხვილია – ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო ჰკითხოს ვინმემ, არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის

ანზორ მელია სააკაშვილზე: გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის, სირცხვილია – ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო ჰკითხოს ვინმემ…

რჩევას მივცემ მამაშვილურს – გაჩერდეს რა, თავს ნუ იჭრის. მაგას მარტო თავისი თაყვანისმცემლები კი არ უსმენენ, მთელი საქართველო უსმენს. სირცხვილია, ყოფილი პრეზიდენტია, ყოველ ჯერზე გამოდის და ახალ-ახალ რაღაცებს ამბობს. მე მაგალითად, მრცხვენია მაგ კაცის მაგივრად, – ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ექიმმა ანზორ მელიამ, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ანზორ მელია აღნიშნავს, სააკაშვილს, სხვებთან ერთად, მისი შვილიც ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო, თუმცა, ამის მიუხედავად “არაჟანში და ნაყინებში” მჯდარ სააკაშვილს არავინ დახვდა საქართველოში, რის გამოც იგი გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის.

“ერთი წელია ნიკა ზის ციხეში და პირველად უპასუხა. დაივიწყოს მაგან ყველაფერი, ის აღარ იქნება პრეზიდენტი, გამორიცხულია. ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან და მაგას აღარ აქვს ავტორიტეტი, მხოლოდ თავის წრეში აქვს ავტორიტეტი. მე ექიმი ვარ და ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან, ყველას აზრი ვიცი. მე არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ციხეში ზის და ასეთ რაღაცას ამბობს მასზე.

ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო ჰკითხოს ვინმემ, რატომ ჩამოხვედი-თქო, ნიკა და ყველა რომ გეუბნებოდა არ ჩამოსულიყავიო. არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის. მე მრცხვენია მაგ კაცის,” – აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ნიკა მელიას და არა პირიქით.

“ნიკას თავი დაანებოს, კაცი პატიოსნად ზის ციხეში და მისთვის არ უღალატია, პირიქით მან უღალატა ნიკას. “ნაციონალები” “ვსიო”, აღარ არსებობს უკვე. ხალხი მაგათ აღარ დაუჯერებს. სექტაა ეს “ნაციონალური მოძრაობა” თუ რა ხდება?

თავის ავტორიტეტს იფუჭებს ასეთი ლაპარაკით. შეიძლება ყველაფერი თქვა, მაგრამ, ნიკა ივანიშვილთან გარიგებული იყოს – ეს ხომ წარმოუდგენელია. თვითონ კი იყო გარიგებული. მაგან დაგვიტოვა ივანიშვილი, მაგისი ფულით იხეირა და წავიდა მერე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაჩერდეს“, – განუცხადა ანზორ მელიამ.

მსგავსი სიახლეები.

დავით ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: იმდენად შეფუთა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა რ-2-ის ტყუილში გადაბრალებაში – რომ… პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: იმდენად შეფუთა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა რ-2-ის ტყუილში გადაბრალებაში – რომ ფარული კინორეკლამებისა არ იყოს, ადგილობრივ ბაზარზე “გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვების” თემა შემოაგდო. თან მისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ საკუთარ წეს-ჩვეულებას ყელზე ფეხი დააჭირა და არც ერთი გრამატიკული შეცდომა არ დაუშვა მისთვის ესოდენ ფასეულ პოსტში

3 სთ წინ3 წთ
ნიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ პოლიტიკა

ნიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ

3 სთ წინ2 წთ
კახა ძაგანია: საქართველოში დიფსტეიტის პროექტი “წარმატებით” გრძელდება, პროექტი რომლის სახელწიდებაა “ორი კვირით დავაჭერინოთ… პოლიტიკა

კახა ძაგანია: საქართველოში დიფსტეიტის პროექტი “წარმატებით” გრძელდება, პროექტი რომლის სახელწიდებაა “ორი კვირით დავაჭერინოთ თავები, ურსულას სალაპარაკო რომ მიეცეს” ახალ ფაზაშია

4 სთ წინ1 წთ