თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ გეტყვი, ეგ საიდუმლოაო; პრემიერის ხელმოწერილი დოკუმენტები სად უნდა იყოს თუ არა კანცელარიაში, ცალკე გვირაბია გათხრილი, ოქროს გასაღები ადევს და დევი იცავს ცხრაკლიტულს ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად. დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები “ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი
პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?

არჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა…

თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა – რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი? – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ციტირება მოახდინა.

ბერიძე აღნიშნავს, რომ საინტერესოა, სად არიან დღეს ის ადამიანები, ვინც გუშინ კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს მიერ სუვერენული უფლების ფარგლებში კანონების მიღება მიუღებელი იყო? მისივე თქმით, საკვირველია, რატომ აღარ ისმის იგივე შეფასებები მაშინ, როდესაც თავად ევროპული სახელმწიფოები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათი საკანონმდებლო პროცესი მათი სუვერენული უფლებაა?

„რამდენიმე დღის წინ ემანუელ მაკრონმა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით: „არავის საქმე არ არის, როგორი უნდა იყოს ფრანგული და ევროპული კანონი.“ სწორედ ამ განცხადების შემდეგ სრულიად ბუნებრივი კითხვები ჩნდება. თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა – რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი? ჩვენ კარგად გვახსოვს რა რეაქციები მოჰყვა საქართველოში მიღებულ “გამჭვირვალობის კანონს“, გვახსოვს მწვავე შეფასებები, პოლიტიკური წნეხი, არასამთავრობო სექტორის ნაწილის კამპანიები, ქვეყნის გარედან მართული უპრეცედენტო პროცესი და საზოგადოების დარწმუნების მცდელობა, თითქოს საქართველო დემოკრატიულ გზას სცდებოდა და ევროპულ მომავალზე უარს ამბობდა. საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებოდნენ- თუ საქართველო საკუთარ გადაწყვეტილებებს თავად მიიღებდა, ამას ექნებოდა მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. საინტერესოა, სად არიან დღეს ის ადამიანები, ვინც გუშინ კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს მიერ სუვერენული უფლების ფარგლებში კანონების მიღება მიუღებელი იყო? რატომ აღარ ისმის იგივე შეფასებები მაშინ, როდესაც თავად ევროპული სახელმწიფოები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათი საკანონმდებლო პროცესი მათი სუვერენული უფლებაა? და კიდევ ერთი კითხვა: რატომ არ უჩნდებათ კითხვები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მუდმივად საუბრობენ დემოკრატიაზე, სამართლიანობასა და ეროვნულ ინტერესებზე, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ თავად ევროპის წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენლები – მათ შორის ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოლიტიკური და დიპლომატიური წრეები – არ გამორიცხავენ კომუნიკაციას, მოლაპარაკებებსა და კონტაქტებს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მათ შორის რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან? რატომ არ ისმის ასეთ დროს კატეგორიული შეფასებები? რატომ არ არის შეშფოთება და აღშფოთება? რატომ ვერ ვხედავთ მღელვარე კამპანიებს? სწორედ ასეთ დროს ჩნდება ბუნებრივი კითხვა – საქმე ნამდვილად პრინციპებს ეხება თუ პრინციპების შერჩევით გამოყენებას. თუ ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ პოლიტიკურ შეფასებას იღებს – მაშინ უკვე ჩნდება კითხვა: საქმე რეალურ პრინციპებს ეხება თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას?“-აღნიშნა ბერიძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ… პოლიტიკა

ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ გეტყვი, ეგ საიდუმლოაო; პრემიერის ხელმოწერილი დოკუმენტები სად უნდა იყოს თუ არა კანცელარიაში, ცალკე გვირაბია გათხრილი, ოქროს გასაღები ადევს და დევი იცავს ცხრაკლიტულს

2 სთ წინ2 წთ
ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი

8 სთ წინ1 წთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში… პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

19 სთ წინ2 წთ