თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი – ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე– საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი

არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე– საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული…

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.

„ნიკა გვარამია, როგორც უცხო ძალების ერთი რიგითი აგენტი, თავისი არსიდან ვერ გამოდის და თავის რაობას ვერც გაექცევა, რადგან ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება უცხოეთზე მიმართული. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნის მიმართ? – მთავარი საქართველოს ინტერესებია. ანაკლიის პორტი საქართველოს ინტერესებში შედის და სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. შესაბამისად, მისი აშენება ჩვენთვის უნდა იყოს მთავარი, მოგების მომტანი და ეკონომიკის გამაძლიერებელი. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ პორტს თავად ააშენებს. რაც შეეხება გვარამიას ტრილიონებს, საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი და ქვეყანაში ქარ-ცეცხლის ტრიალი. გლობალური ომის პარტიას რაც არ უნდა დიდი სურვილები ჰქონდეს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი ომად და გვარამიას პირით გვეუბნებოდეს, რომ ამ ყველაფერში ტრილიონებს გადაიხდიან, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა არ ღირს არც ერთ ტრილიონად. ნიკა გვარამიას ინტელექტუალური შესაძლებლობები დაბალი ნამდვილად არ აქვს და კარგად ითავისებს, რას ამბობს. ზუსტად ეს არის გაგრძელება 2022 წლის მიმდინარე კამპანიის, როცა უგულავა და მისი ძმანი ამბობდნენ, დიახ, ომი უნდათ, თუ საჭიროა, უნდა იომონ. თურმე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტანკებით უნდა გავისეირნოთ. ეს გაგრძელებაა ამ კამპანიის, რომლის მიზანია, საზოგადოება შეაჩვიონ, თითქოს ომს მოსდევს არა დაღუპული ადამიანები და განადგურებული ქვეყანა, არამედ ტრილიონები. გვარამია საზოგადოებისთვის ამის შემოსაღებას ცდილობს. ჯერ გვარამია არ გაიშვა და მერე მისი დეზინფორმაცია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.

სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა პოლიტიკა

სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა

6 წთ წინ1 წთ
ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს… პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს

32 წთ წინ2 წთ
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი… პოლიტიკა

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი – ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან

2 სთ წინ2 წთ