— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
საქართველო

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ…

გულით ლოცვას, სიყვარულით ლოცვას ისმენს ღმერთი და განსაკუთრებით გირჩევთ, ყოველ დილას ვილოცოთ, რომ არ იყოს პოლიგონი, არ იყოს პოლიცია, სხვადასხვა მოსაზრების გამო ერთმანეთი არ შევჭამოთ, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა ბენიამინმა (ბელქანია) ქადაგებისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ეკლესიას შეუძლია მხოლოდ მოუწოდოს სინანულისკენ, თუმცა, იმავე ფორმით ვერ იმოქმედებს, როგორც კომუნისტები მოქმედებდნენ.

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მთავრობას ყველაფერი ისე არ შეუძლია, როგორც საზოგადოებას სურს, იმ საკითხში კი, რასაც მშვიდობის შენარჩუნება ჰქვია, ხელისუფლებას მადლობა ეკუთვნის

“ძალიან მიყვარს ახალარჩეული პატრიარქი, დღეგრძელობა მისცეს ღმერთმა და თუ რამე განსხვავებული აზრები გექნებათ, მოძღვარი იქნება ეს, თუ ერის კაცი იქნება, შეიძლება ეს მოძღვრებთან ერთად თქვა, რამე თუ არ მოგწონს. თუ არა და, ეს მერე იწვევს განკითხვას ერში. რაც ხდება, ყველაფერს ამბობს ახალი პატრიარქი, მაგრამ ჩვენ, ეკლესია არ ვართ კანონმდებლები. ჩვენი მოვალეობაა მოვუწოდოთ სინანულისკენ. ხშირად მომყავს მაგალითი, როგორია სიონის გვერდში “შანგრი ლა”, ანჩისხატის გვერდში – რესტორანი, კაზინოც არის. ასევეა ყველგან: სადაც ღვთის მსახურები არიან, ეშმაკის მსახურებიც არიან, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, როგორც კომუნისტები მორწმუნეებს კლავდნენ, ასევე ჩვენ, ვინც ურწმუნოა, ლიბერალია და ღმერთის მტერია, ისინი ჩავქოლოთ და ავკრძალოთ. მე არ შემიძლია ეს, პატრიარქსაც არ შეუძლია, პატრიარქს შეუძლია მოუწოდოს. მაგრამ ის, რაც ხდება, მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ თავისი კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო – თან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ასევე, მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, ცოცხლები რომ ვართ, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას, მაგრამ ის, რაც ხდება, კაზინოები – ეს უნდა გამოხატო არა სიძულვილით, არა იმით, რომ მოღალატეებო და მტრებო იძახო. ამის მაგალითია წმინდა ნინო – ლოცულობდა მეფე მირიანისთვის, რომელიც მთავრობა იყო; წმინდა გიორგი – მეფე დიოკლიტიანესთვის – ხელისუფლება იყო.ლოცვით გვეშველება, ბოღმით და სიძულვილით მოხდება ის, რაც მოხდა 1991 წელს – ღმერთმა დაგვიფაროს – სამოქალაქო ომი,” – განაცხადა არქიმანდრიტმა ბენიამინმა.

მსგავსი სიახლეები.

ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული… საქართველო

ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს

4 დღის წინ7 წთ
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას… საქართველო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი

6 დღის წინ1 წთ
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის… საქართველო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა

6 დღის წინ1 წთ