აშშ-ის ხაზინის მდივანი: კანადის პრემიერ-მინისტრმა უნდა აკეთოს ის, რაც საუკეთესოა კანადელი ხალხისთვის, და არ შეეცადოს განავითაროს საკუთარი გლობალისტური დღის წესრიგი

აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ უნდა აკეთოს ის, რაც საუკეთესოა კანადელი ხალხისთვის, და არ შეეცადოს განავითაროს საკუთარი გლობალისტური დღის წესრიგი.

„კანადა მიბმულია შეერთებულ შტატებზე, და პრემიერ-მინისტრმა [მარკ კარნიმ] უნდა აკეთოს ის, რაც საუკეთესოა კანადელი ხალხისთვის, და არ შეეცადოს განავითაროს საკუთარი გლობალისტური დღის წესრიგი“, – განაცხადა ბესენტმა Fox News-ის ეთერში.

მისი განცხადებით, კანადას აშშ-თან და სამხრეთით მდებარე სხვა ქვეყნებთან უფრო მოცულობითი ვაჭრობა აქვს, ვიდრე აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, მათ შორის ჩინეთთან.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადას 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს. მოგვიანებით კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები