Axios: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ჟენევაში „გაიჭედა“

უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც 17 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა, გაიჭედა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი ავრცელებს.

მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის მიზეზად რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ მედინსკის წინადადება სახელდება.

„პოლიტიკური ჯგუფების დონეზე გამართული მოლაპარაკებები ჟენევაში „გაიჭედა“. მიზეზი გახდა პოზიცია, რომელიც მთავარმა რუსმა მომლაპარაკებელმა, ვლადიმერ მაედინსკიმ გაახმოვანა“, – წერს ჟურნალისტი.

ჯერჯერობით უცნობია, რა წინადადება შესთავაზა მედინსკიმუკრაინულ და ამერიკულ მხარეებს.

უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები ჟენევაში დღესაც უნდა გაგრძელდეს.

უახლესი

მსგავსი სტატიები