“რიგ შემთხვევაში, თვითონ მივიდნენ იმ მაღაზიაში, რომ აიეღოთ ეს იაფი პროდუქტი, დილაგეს დახლებზე, მაგრამ, რამდენ ხანს გააკეთებდნენ? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ FMSG სექტორში, 40 პროცენტი უჭირავს მარტო ქსელურ მარკეტებს და 60 – ტრადიციულს, აქვე არის შეცდომა. ალბათ, აქ არის ჩასახედი, რატომ არის ქსელური მარკეტების 40% დღეს წილი? საგრძნობლად მეტია, ჩვენი ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს დღეს ქსელებს – 95%-ზე მეტი. სხვაგან სად გავყიდო, მოკვდა ის პატარა [მარკეტი]. ჩემთვის, კომერციულად საინტერესოა, პატარა მარკეტში შევიდე, იმიტომ, რომ უფრო იაფი მიჯდება მათთან მომსახურება, აღარ არის, შევიტანე, დავტოვე პროდუქცია – გაკოტრდა, იმიტომ, რომ გვერდზე, მოდერნ თრეიდმა გააკოტრა. ამ მოცემულობით, ნებისმიერი უბანი რომ ავიღოთ, 10 მაღაზიიდან, 4 უნდა იყოს ქსელი და 6 – ტრადიციული. რომელია ასეთი უბანი, შეგიძლიათ მითხრათ? არ არსებობს ასეთი უბანი.” – განაცხადა ჯანო კუციამ.




