ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარით განისაზღვრა

ბიუჯეტის მოცულობა 570 მილიონი ლარია, რაც 2025 წლის სასტარტო ბიუჯეტთან მიმართებაში 70 მილიონი ლარით მეტია.

2026 წელს გათვალისწინებულია: 36 ქუჩის, ჩიხისა და ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია 4 ახალი გზის მშენებლობა ხიდებისა და ხიდბოგირების მოწყობა 22 მისამართზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები – 145 მისამართზე (მრავალწლიანი პროექტები) 14 სკვერის მოწყობა და 4-ის რებილიტაცია კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება:

  • სასმელი წყლის სისტემების მოწყობა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში
  • 2000 კბ.მ. წყლის რეზერვუარის, მკვებავი მაგისტრალისა და წყლის ქსელის მშენებლობა ავგიის ქუჩაზე;
  • მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდა
  • წყალარინების ქსელის მშენებლობა მეჯინისწყლის ჭაბურღილების მიმდებარე ტერიტორიებზე
  • ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება (V ფაზა) სანიაღვრე სისტემის გაფართოებისა და გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით სანიაღვრე არხების მოწყობა 33 მისამართზე ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა 6 მისამართზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ფრიდონ ხალვაშის გამზ. N188-ში. დასრულდება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ივანე მესხის პირველი ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება 3 მისამართზე რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, 2 ახალი სტადიონისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების მრავალწლიანი პროგრამა გრძელდება სოციალური სახლის პროექტი ე.წ. შანხაის დასახლებაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გრძელდება:
  • მრავალბინიანი სახლების სახურავები რეაბილიტაცია
  • ლიფტების ჩანაცვლება
  • ეზოების კეთილმოწყობა და კომუნალური სისტემის მოწესრიგება
  • ფასადების მოწესრიგება
  • სადარბაზოს კარისა და ელექტროსაკეტების მოწყობა
  • ეზოებისათვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი და რეაბილიტაცია. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა 5 053 700 ლარით, რაც უზრუნველყოფს არსებულ პროგრამებში უფრო მეტი ბენეფიციარის ჩართვას. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ბიუჯეტი ჯამში 20 253 800 ლარით გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტი უზრუნველყოფს არსებული მიმართულებების მხარდაჭერის გაფართოებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდას.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები