— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი დიდ ბრიტანეთში მომხდარ შემზარავ ფაქტებზე: ათასობით ბავშვი გააუპატიურეს. გოგონებს თითოეულ ქალაქსა და დასახლებაში აწამებდნენ

ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი დიდ ბრიტანეთში მომხდარ შემზარავ ფაქტებზე: ათასობით ბავშვი გააუპატიურეს. გოგონებს თითოეულ…

ბრიტანელი მემარჯვენე აქტივისტი ტომი რობინსონი გაერთიანებულ სამეფოში მომხდარ არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მუსლიმურ თემსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს აკრიტიკებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში რობინსონი როტერემსა და ტელფორდში ჩატარებული გამოძიების სტატისტიკაზე ამბობს, რომ აღნიშნულ ქალაქებში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებში მუსლიმი მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიგურირებდა, თუმცა პოლიციამ მათგან მხოლოდ 20%-ის იდენტიფიცირება შეძლო, ხოლო რობინსონის თქმით, მისი გამოძიების შედეგად 260 კაცი გამოვლინდა, რაც 26%-ს შეადგენს.

რობინსონი ასევე დეტალურად აღწერს არასრულწლოვანი გოგონების წამების კონკრეტულ სასტიკ შემთხვევებს და სამართალდამცავ ორგანოებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„იმ ქალაქში მამაკაცების 20-30% ჩვენს შვილებს აუპატიურებდა. ათასი ბავშვი იქნა გაუპატიურებული 1.7-პროცენტიანი მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან. ასე რომ, როდესაც ვამბობ, რომ მასში 200 კაცი იყო ჩართული, ქალაქში სულ სამი-ოთხი ათასი მუსლიმია, ჰოდა, როდესაც გამოაკლებთ ქალებსა და ბავშვებს, ქალაქში ათასი მუსლიმი მამაკაცი რჩება. პოლიციამ მათგან მხოლოდ 20%-ის იდენტიფიცირება მოახდინა. ჩემმა გამოძიებამ 260 გამოავლინა, რაც 26%-ს შეადგენს. ტელფორდში ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოძიებამ 300-ზე მეტი გამოავლინა. ასე რომ, ამ ქალაქში მამაკაცების 20%-დან 30%-მდე ჩვენს შვილებს აუპატიურებდა და 1 000 ბავშვი გააუპატიურეს. შესაბამისად, მხოლოდ ორი ქალაქის შესახებ გვაქვს მონაცემები. ერთი არის როტერემი, 3,7%-იანი მუსლიმი მოსახლეობით, და ტელფორდი. ამას რომ კითხულობთ, იცით, რომ იქ იყო ერთი 11 წლის გოგონა, რომელსაც გავარვარებული რკინის შამფურით, რომელზეც ასო M იყო გამოსახული, უკანალი დაუწვეს, რადგან ის მუჰამედის საკუთრება იყო. აიყვანეს სხვა გოგონა, გარეთ გაიყვანეს და ენა მაგიდაზე ლურსმნით მიუჭედეს, გაიყვანეს და ბენზინი დაასხეს. ისინი ამ გოგონებს თითოეულ ქალაქსა და დასახლებაში აწამებდნენ“, – აცხადებს რობინსონი.