— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ჩეხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იწყება

ჩეხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იწყება

ჩეხეთში დღეს ორდღიანი საპარლამენტო არჩევნები იწყება. ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.

საარჩევნო უბნები ჩეხეთის დროით 14:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება, ხოლო შაბათს უბნები 08:00-დან 14:00 საათამდე იმუშავებს.

მედიის თანახმად, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩეხებს საკუთარი ხმის დაფიქსირება საელჩოში გახსნილი საარჩევნო უბანზე მისვლის ნაცვლად ფოსტით შეეძლებათ.

არჩევნების პირველადი შედეგები 4 ოქტომბერს საღამოს გახდება ცნობილი. არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკითხვებში ჩეხეთის ექს-პრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO ლიდერობს. ბაბიშის პარტია ჩეხეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების წინააღმდეგია. ის აგრეთვე ეწინააღმდეგება ოფიციალური პრაღის ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას გულისხმობს.