თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი – ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო
პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და “MIHAS” თავზარით ხსნის

ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და…

“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლაშა ბუღაძეს უპირისპირდება და “იაფფასიან, აფერისტ ეგომანიაკს უწოდებს”.

მან ბუღაძის შესახებ პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ამ უკანასკნელმა, ჩერგოლეიშვილი ოპოზიციონერი ჟურნალისტისთვის “ნაგვის” წოდების გამო გააკრიტიკა და დაწერა: ” არ მინდა ის ხალხი ხელისუფლებაში, ვინც ჟურნალისტს უსინდისოდ, ქოცების სასარგებლოდ უწოდებს “ნაგავს” (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ), და ვინც გვინახავს, რა იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც!.. გვინახავს, ჰო!”

საპასუხოდ, ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ბუღაძეს მან სტატიების ხარისხი დაუწუნა და პატივმოყვარეობაზე შეეხო, სწორედ ამიტომ ხსნის “MIHAS თავზარით”, არსებულ სიტუაციას.

“მეგობრებო, ბუღაძეს, როგორც ტაბულას ავტორს, რომელსაც ფულს ვუხდიდი მის სტატიებში ხარისხი დავუწუნე – ვუსაყვედურე რომ ანაზღაურების შესაბამისი ხარისხი დაედო და არა მის “კუხნაში” ნაჭორავები სიტყვაკაზმულობა.
ავუხსენი, რომ მისი კალამბურები არ ყოფნის ხარისხის დასაჭერად – შრომა და თემის მოკვლევა სჭირდება.
იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და “MIHAS” თავზარით ხსნის.
მაგ სიმართლით ივლის,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები.