— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

ჩიხელიძე გვარამიას ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტზე: თუ 2006 წელს მსგავსი მიდგომა დასავლური და თანამედროვე სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილი იყო, რა შეიცვალა დღეს? თქვენ აღნიშნული კანონმდებლობის დამცველი იყავით. გაიხსენეთ წარსული და არ გაბედოთ არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა!

ჩიხელიძე გვარამიას ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტზე: თუ 2006 წელს მსგავსი მიდგომა დასავლური და თანამედროვე სამართლებრივი…

“ბატონო ნიკოლოზ, გახსოვთ 2006 წლის შემოდგომა, როდესაც პარლამენტი ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტის მიღებას გეგმავდა? დარწმუნებული ვარ, გახსოვთ, თუმცა თქვენი დღევანდელი პოზიციის გათვალისწინებით საჭიროდ მივიჩნევ შეგახსენოთ რას მოიცავდა 2006 წელს დაანონსებული კანონპროექტი”- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში, რითაც ნიკა გვარამიას მიმართავს.

ჩიხელიძე იხსენებს, რომ 2006 წლის ზემოხსენებული კანონპროექტი გულისხმობდა იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტელეფონზე თუ ღიად ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს გააკეთებდა, შესაძლოა, ციხეში აღმოჩენილიყო, ხოლო თავად გვარამია, რომელიც მაშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი იყო, აცხადებდა, რომ “აღნიშნული კანონი შეიძლება შეეხოს ყველა იმ ტიპის განცხადებას, რომელიც მიმართული იქნება ლეგიტიმური პროცესების, სახელმწიფოებრივი ინტერესების, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ”.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გვარამია ამ ინიციატივას იმ არგუმენტით ამართლებდა, რომ მსგავსი რეგულაციები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში არსებობდა, ხოლო დღეს მმართველი გუნდის დაახლოებით ამავე ტიპის ინიციატივას “რუსულს”უწოდებს და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ აცხადებს.

ჩიხელიძე გვარამიას მოუწოდებს, გაიხსენოს წარსული და არ გაბედოს არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა.

“იმ პერიოდში თქვენი ინიციატივა გულისხმობდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაისჯებოდა ნებისმიერი პირი, რომელიც საჯაროდ ან თუნდაც სატელეფონო კომუნიკაციისას ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებებს გააკეთებდა. პრაქტიკულად, ეს ნიშნავდა, რომ ხელისუფლების კრიტიკა შეიძლებოდა თავისუფლების აღკვეთით დასრულებულიყო.

უფრო მეტიც, მაშინ თქვენ ამ ინიციატივას ამართლებდით იმ არგუმენტით, რომ მსგავსი რეგულაციები არსებობდა ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში; აცხადებდით, რომ ეს იყო დასავლური დემოკრატიების საუკეთესო პრაქტიკა და რომ საქართველო სწორედ ამ სტანდარტს იზიარებდა.

დღეს კი, როდესაც მმართველ გუნდს აქვს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს, თქვენ ამავე ტიპის რეგულაციებს „რუსულს“ უწოდებთ და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ აცხადებთ.

როგორ უნდა გავიგოთ ეს ფერისცვალება?
თუ 2006 წელს მსგავსი მიდგომა დასავლური და თანამედროვე სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილი იყო, რა შეიცვალა დღეს? სამართლებრივი ფილოსოფია, საერთაშორისო პრაქტიკა თუ უბრალოდ პოლიტიკური პოზიცია?

თქვენი პოზიციაა რომ მთავარი აღქმებია და არა ფაქტები, მაგრამ ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ თქვენ აღნიშნული კანონმდებლობის უპირველესი დამცველი იყავით. დღეს არავინ ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას და ხელისუფლების კრიტიკას, თქვენი საკანონმდებლო ინიციატივისგან განსხვავებით, როდესაც ხელისუფლების აუგად მოხსენიებასაც კი კრძალავდა.

ბატონო ნიკოლოზ, შეეშვით მეხსიერების შერჩევით მუშაობას, გაიხსენეთ წარსული და არ გაბედოთ არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა!“- წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

9 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

11 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

12 სთ წინ3 წთ