— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ჩიხელიძე: ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი – მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი, აშინებთ ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს

ჩიხელიძე: ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით…

„ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი.
ამასთან ერთად ვისმენთ კიდევ უფრო წინააღმდეგობრივ ბრალდებას, თითქოს პატრიარქი ილია მეორე, სხვების გავლენების ფონზე, იძულებული გახდა, მეუფე შიო მოსაყდრედ დაესახელებინა. აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ, სიცოცხლეშივე წმინდანად შერაცხილ ადამიანს ვინმემ რაიმე აიძულოს?
ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერ ფასად მოერგონ საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება. მაგრამ რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო თვალშისაცემი ხდება ამ განცხადებების წინააღმდეგობრივი ხასიათი.
რეალურად, ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია მეორეს სიყვარულით, არამედ შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი. მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი. აშინებთ მისი დამოუკიდებლობა და ის ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს.
მეუფე შიო სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მისი პოზიცია და გადაწყვეტილებები არ არის დამოკიდებული გარე ადამიანებზე, მისი ერთადერთი მსაჯული არის ღმერთი.“ – წერს დავით ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

10 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

10 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

11 სთ წინ3 წთ