— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მსოფლიო

CNN: აშშ-ში, ბენზინის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე საშუალოდ 3.58 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

CNN: აშშ-ში, ბენზინის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე საშუალოდ 3.58 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 თვის…

ამერიკის ავტომობილისტების ასოციაციის ბოლო მონაცემებით, ბენზინის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე საშუალოდ 3.58 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

საშუალო ფასმა მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში 38 ცენტით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 64 ცენტით მოიმატა – ეს არის ყველაზე დიდი ყოველკვირეული და ყოველთვიური ზრდა 2022 წლის მარტის დასაწყისის შემდეგ, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიური სანქციები გამოიწვია.

ეს ზრდა არის რეაქცია ირანში მიმდინარე ომსა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ ჩაკეტვაზე – ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არხი, რომელზეც ჩვეულებრივ მსოფლიო ნავთობის 20% მოდის.

ასევე, ეს გამოწვეულია ირანის საპასუხო თავდასხმებით მისი ნავთობით მდიდარი მეზობლების ინფრასტრუქტურაზე, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და საუდის არაბეთი – მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი.

დიზელის ფასი კიდევ უფრო სწრაფად იზრდება. ბოლო მონაცემებით, დიზელის საშუალო ფასი 5 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე 4.89 დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ფასმა 79 ცენტით მოიმატა.