— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთ დანიურ მედიას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ TV2 “საშინელი არხია”

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთ დანიურ მედიას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ TV2 “საშინელი არხია”

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი, TV2-ის შესახებ, რომელიც ნაწილობრივ სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მედია არხია, აცხადებს, რომ იგი “საშინელი არხია”, – ამის შესახებ ინფორმაციას დანიური მედია BT news ავრცელებს.

როგორც BT news-ი იუწყება, საქმე ეხება გასულ წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც დამოუკიდებელი მედიასაშუალება Frihedsbrevet-ის მიერ მოპოვებული აუდიო ჩანაწერებია ნაჩვენები, სადაც, სავარაუდოდ, ლარს ლოკე რასმუსენი სთავაზობს 370,000 დანიურ კრონს მისი პარტიის წევრ პარლამენტარ მაიკ ფონსეკას, რათა დატოვოს პარლამენტი და თავისი “სკამი გადასცეს” თანაპარტიელ კოლეგას, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ფონსეკა 15 წლის გოგონასთან იმყოფებოდა ურთიერთობაში.

როდესაც ლარს ლოკე რასმუსენი რიტორიკულად სვამს შეკითხვას, საერთოდ კითხულობს თუ არა ვინმე Frihedsbrevet-ს დანიაში, მისი მრჩეველი პასუხობს: “მხოლოდ მაშინ, როცა სხვები მათ ახალ ამბებს იღებენ და სენსაციებად გარდაქმნიან – მაგალითად TV2.“ მინისტრმა კი ამაზე უპასუხა, რომ TV2 ყველაზე ცუდი არხია – “იმიტომ, რომ TV2 საშინელი არხია – ყველაზე ცუდი ტელეარხი, რასაც ოდესმე უარსებია”, – ვკითხულობთ BT news-ის სტატიაში.