თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დამოუკიდებელი ორგანიზაციის, ICG-ის ანალიტიკური შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შექმნილი კრიზისი თბილისის პასუხისმგებლობა არ არის და ბრიუსელს საკუთარი მიდგომების გადახედვა სჭირდება

დავით ჩიხელიძე: დამოუკიდებელი ორგანიზაციის, ICG-ის ანალიტიკური შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ…

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია პირდაპირ მიუთითებს: “ევროპარლამენტის ცალკეული რეზოლუციები და ზოგიერთი ევროპარლამენტარის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადება არ უნდა აღიქმებოდეს როგორც მთლიანად ევროკავშირის ოფიციალური და ერთიანი პოზიცია საქართველოს მიმართ”. ეს რეალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც საქართველოში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად სწორედ აგრესიული პოლიტიკური განცხადებების ფონზე აფასებს დასავლეთის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი.

ფაქტია, რომ ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს განსხვავებული ხედვები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხმაურიანი და რადიკალური განცხადებები ხშირად მედიისა და პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში ექცევა, ევროპაში არსებობენ ჯანსაღი და პრაგმატული ძალებიც, რომლებიც აცნობიერებენ საქართველოს გეოპოლიტიკურ სირთულეებს, რეგიონში არსებულ საფრთხეებს და იმ მძიმე რეალობას, რომლის პირობებშიც ქვეყანას უწევს გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ ხშირად ეს ძალები დუმილს და ნაკლებ საჯაროობას ირჩევენ.

განსაკუთრებით საყურადღებოა ICG-ის შეფასება ომის საფრთხესთან დაკავშირებით. ორგანიზაცია პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოში ომის შიში არც ხელოვნურად შექმნილი ნარატივია და არც გაზვიადებული პოლიტიკური არგუმენტი, სამხრეთ კავკასია და მთლიანად რეგიონი კვლავ რჩება გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წერტილად, ბუნებრივია, საქართველო განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელმაც შეიძლება ქვეყანა სამხედრო ან პოლიტიკური ესკალაციის რისკის წინაშე დააყენოს.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი იმასაც, რომ უსაფრთხოების მიმართ არსებული სიფრთხილე არ გამორიცხავს ქართველი საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციისადმი. სწორედ ეს არის დღევანდელი ქართული რეალობის მთავარი თავისებურება, საზოგადოებას/მთავრობას სურს ევროპასთან პარტნიორობა, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა, მაგრამ ამავდროულად არ სურს, რომ ეს პროცესი ქვეყნის სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე წარიმართოს.

საქართველომ არ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს. პარტნიორობა მხოლოდ მაშინ არის მდგრადი, როდესაც ის ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება. ბოლო წლების განმავლობაში ურთიერთობებში დაგროვილმა დაძაბულობამ აჩვენა, რომ მუდმივი მორალური ზეწოლა, საჯარო შანტაჟის ელემენტები და ცალმხრივი პოლიტიკური ტონი დიალოგს ვერ აძლიერებს, პირიქით ეს გაუცხოების რისკს ქმნის.

ურთიერთობების დეესკალაციისა და ნდობის აღდგენისათვის ინიციატივა დასავლეთის მხრიდან უნდა წამოვიდეს. საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის ყველა მიმართულებით თანამშრომლობისთვის, თუმცა პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობას, პატივისცემასა და პარტნიორობის რეალურ პრინციპებს და არა პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს.

ევროკავშირის ინტერესში ნამდვილად უნდა შედიოდეს საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობის შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს ევროპასა და რეგიონს შორის. ბრიუსელმა უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოსთან დიალოგის აღდგენა, რიტორიკის შერბილება და რეალისტურ ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა ბევრად უფრო ეფექტიანი და შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე მუდმივი დაპირისპირება და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება,” – წერს დავით ჩიხელიძე.

https://www.facebook.com/davit.chikhelidze/posts/pfbid033TXMJo73qdde392q2s2LoY3T4vXt34rtHYpszH4UhaZBESTTbGSKQB8bBota1Mqbl?rdid=ODBhaA6KyuT2uTCt#

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ