— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება, ვფიქრობ, იგი შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის

დავით ჩიხელიძე: დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება…

„დავით საყვარელიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტს, ხოლო ირანთან შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა ლოგისტიკურ ცენტრად იქცეს, პროვოკაციულია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას.
საყვარელიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გაზრდის, რაც აბსურდი არის, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგება ქვეყანას დაცულს კი არა, უფრო მაღალი საფრთხის მქონე სახელმწიფოდ აქცევს. ამის მაგალითი ახლო წარსულში ვნახეთ. ირანსა და აშშ-ს შორის დაპირისპირების დროს ირანის სამიზნე სწორედ ის ქვეყნები გახდნენ, სადაც ამერიკული სამხედრო ობიექტები იყო განთავსებული. თავდასხმები მხოლოდ სამხედრო ბაზებით არ შემოფარგლულა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერავინ უარყოფს და ვერც პოლიტიკური განცხადებებით შეცვლის.
შესაბამისად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ვინმემ საქართველოსთვის ასეთ სცენარს უსაფრთხოების გარანტია უწოდოს. თუ მსოფლიოში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, საქართველოში ამერიკული ბაზების არსებობა ავტომატურად გაზრდის იმის ალბათობას, რომ საქართველოც სამხედრო სამიზნედ იქცეს. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი მდებარეობა ქვეყანას ადვილად მიღწევად ობიექტად აქცევს. ასეთ პირობებში საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული.
დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება, ვფიქრობ, იგი შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.
საყვარელიძე იმ პოლიტიკურ სეგმენტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში უფრო აქტიური ჩართვის მომხრეა. მან თავადაც განაცხადა, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ამერიკული სამხედრო შენაერთების განლაგება ოცნებაა და ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. რეალურად სახელმწიფოსთვის მთავარი ოცნება მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება უნდა იყოს და არა ის, რომ ქვეყანა დიდი სახელმწიფოების სამხედრო დაპირისპირების ნაწილად იქცეს.
საყვარელიძის აღნიშნული განცხადება არაფრით განსხვავდება იმ გზავნილებისგან, რომლებიც წარსულშიც მოგვისმენია და რომლებიც, სრულად ჯდება იმ ნარატივში, რომლის შედეგიც საქართველოს სამხედრო ესკალაციაში ჩათრევა შეიძლება იყოს. როდესაც ასეთი მძიმე თემები განიხილება, პოლიტიკოსებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ერთი დაუფიქრებელი ან მიზანმიმართულად გაკეთებული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ემსახურება.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

14 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

14 სთ წინ3 წთ