— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
Uncategorized

დავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო. მისი განცხადება, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება არის

დავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ…

ვინმე მიხაილ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო. მისი განცხადება, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება არის – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ვროპარლამენტარი მიხაელ გალერის განცხადებას, სადაც გალერი ამბობს, რომ „ამ მოსკოველმა არსებებმა, ივანიშვილმა და კობახიძემ, უნდა დატოვონ ქვეყანა.“

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსი საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს, როდესაც ღიად ერევა ქართველი ხალხის არჩევანში და მის დემოკრატიულ ნებას ეჭვქვეშ აყენებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი აქვს ან რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, სხვის არჩევანში ჩარევა მიუღებელია.

„ ვინმე მიხაილ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო. მისი განცხადება, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება არის!
მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსი საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს, როდესაც ღიად ერევა ქართველი ხალხის არჩევანში და მის დემოკრატიულ ნებას ეჭვქვეშ აყენებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი აქვს ან რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, სხვის არჩევანში ჩარევა მიუღებელია.
ქართველი ხალხის არჩევანი არ ექვემდებარება არც გარე შეფასებას, არც „დამტკიცებას“ და არც მორალურ ლექციებს უცხოელი პოლიტიკოსებისგან. მისი პატივისცემა ვალდებულებაა ყველასთვის, ვინც დემოკრატიაზე საუბრობს, მიუხედავად თანამდებობისა, მოქალაქეობისა თუ პოლიტიკური წონისა.
ვინც ამ პრინციპს ვერ იაზრებს, მას არ აქვს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება, ქართველ ხალხს მენტორული ტონით ესაუბროს.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ… Uncategorized

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა

2 დღის წინ5 წთ
თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა

19 ნოემბერი4 წთ
თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს

29 ოქტომბერი4 წთ