— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა

დავით ჩიხელიძე: საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისე ფართო ევროპული სივრცისთვის – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ საქართველო წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისე ფართო ევროპული სივრცისთვის. მსგავსი ფორმატი სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ევროკავშირის წევრებმა და პარტნიორებმა, საერთო გამოწვევებზე და თანამშრომლობაზე ღიად და მოქნილად იმსჯელონ.
სამიტი, ახალ შესაძლებლობებს უხსნის როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად ევროპას. სამიტის მიმდინარეობა და ევროპელი ლიდერების შეცვლილი დამოკიდებულება საქართველოს პრემიერის მიმართ ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი გონს მოეგო და სრულად აცნობიერებს საქართველოს, როგორც უალტერნატივო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას.
სამიტი იქცა დასავლეთის შეცვლილი პოზიციის თვალსაჩინო მაგალითად. მიუხედავად წარსულში გაჟღერებული ვერბალური კრიტიკისა, დღეს საქართველო ყველასთვის სასურველ და მისაღებ ქვეყნად იქცა. ევროპელ ლიდერებს შორის არსებული ინტერესი და პრემიერ-მინისტრთან ხელის ჩამორთმევის ერთგვარი „შეჯიბრი“ დასტურია, რომ საქართველოს როლი ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის არქიტექტურაში გადამწყვეტია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ირაკლი კობახიძის შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან. სამიტის ფარგლებში გამართული მრავალრიცხოვანი შეხვედრები ადასტურებს, რომ წარსულში არსებული უთანხმოებები ადგილს უთმობს პრაგმატულ თანამშრომლობას. ევროპა ეტაპობრივად ახდენს იმ რეალობის გააზრებას, რომ საქართველოს გარეშე კონტინენტის ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოუდგენელია.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი არის გარდამტეხი მომენტი. საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის სტაბილურობისა და განვითარების ის საყრდენი წერტილი, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა.“ – წერს ჩიხელიძე.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ… პოლიტიკა

ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე”

22 წთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა

59 წთ წინ2 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა… პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

1 სთ წინ4 წთ