— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია

დავით ქართველიშვილი: ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც…

„ საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაცია International Crisis Group-მა ფაქტობრივად უპრეცედენტო სიგნალი გაუგზავნა ბრიუსელს და პირდაპირ მიუთითა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული ევროდეპუტატების განცხადებები არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ. მეტიც, ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია. უკვე თავად მსგავსი ფორმულირებების გაჟღერება აჩვენებს, რომ ევროპაში დაიწყეს იმის გააზრება – რომ საქართველოზე ზეწოლის პოლიტიკამ საპირისპირო შედეგი გამოიღო.
მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა – მსგავსი განცხადებები შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისმა შეწყვიტა საკუთარი თავის გარე მართვის დამოკიდებულ ობიექტად აღქმა. სწორედ ქართული ხელისუფლების სუბიექტობამ, ულტიმატუმებზე უარის თქმამ და ქვეყნისთვის უცხო დღის წესრიგის თავსმოხვევის მიუღებლობამ შექმნა ვითარება, როდესაც უკვე მსხვილი საერთაშორისო სტრუქტურებიც კია იძულებულნი ხდებიან საჯაროდ გადააფასონ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. თუ ადრე ბრიუსელი თბილისს ბრძანებების ენით ესაუბრებოდა, ახლა უკვე ისმის მოწოდებები დიალოგისკენ, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებისა და მისი სტრატეგიული საფრთხეების აღიარებისკენ.
განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ International Crisis Group ცალკე უსვამს ხაზს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის და საქართველოსთან პრაგმატული თანამშრომლობის ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობას – მათ შორის სატრანზიტო მარშრუტებისა და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით. ეს უკვე ფაქტობრივი აღიარებაა იმისა, რომ საქართველოს გარეშე ევროკავშირი ვერ ააგებს სრულფასოვან სტრატეგიას სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. და ეს აღიარება გაჩნდა არა ვინმეს სიმპათიის გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაუძლო კოლოსალურ პოლიტიკურ, მედიურ და დიპლომატიურ ზეწოლას, საკუთარი კურსის დათმობის გარეშე.
სწორედ ამიტომ დღეს ევროპულ საექსპერტო წრეებში უკვე ბედავენ იმას, რაც კიდევ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად მიიჩნეოდა – თავად ბრიუსელს აძლევენ ღირებულ მითითებებს საქართველოს საკითხზე. თბილისი რომ კვლავ გარე კონტროლის სისტემაში მოქცეულ პოლიტიკურ ობიექტად დარჩენილიყო, ვერავინ გაბედავდა ევროკავშირისთვის საჯაროდ მინიშნებასაც კი რიტორიკის შეცვლისა და საკუთარი შეცდომების აღიარების აუცილებლობაზე. საერთაშორისო პოლიტიკაში პატივისცემა მხოლოდ იქ ჩნდება, სადაც არსებობს ნება, სიმტკიცე და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის უნარი მაშინაც კი, როდესაც ყველა მხრიდან ზეწოლას ახორციელებენ.“ – წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

9 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

11 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

12 სთ წინ3 წთ