— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „რადიო თავისუფლებამ“ ბნელ ოთახში შავი კატა ვერ იპოვა, მისი არარსებობის გამო – მან თავად დახატა იგი კედელზე და ახლა მთელ სამხრეთ კავკასიას საკუთარი ნახატით შეშინებას სთავაზობს

დავით ქართველიშვილი: „რადიო თავისუფლებამ“ ბნელ ოთახში შავი კატა ვერ იპოვა, მისი არარსებობის გამო – მან თავად დახატა იგი…

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და მედიასაშუალებას ინფორმაციული ზემოქმედების ტექნოლოგიების გამოყენებასა და ტენდენციურობაში ადანაშაულებს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ინტერვიუში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ფაქტი, რომელიც ბაქოს მხრიდან მსგავსი განზრახვის ან მზადების არსებობას დაადასტურებდა. მკითხველს სთავაზობენ არა მტკიცებულებებს, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ ფანტაზიას, აღქმას, რომელიც პრინციპზე – „თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია“ – არის აგებული.

მისივე თქმით, ასეთი მასალის მიზანი შესაძლოა იმ ემოციური ფონის შექმნა იყოს, სადაც თბილისისა და ბაქოს დამოუკიდებელი რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება წარმატებად კი არა, პოტენციურ საფრთხედ აღიქმება.

„ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ნილ მაკფარლეინის განცხადება უფრო ხელოვნურად აგებულ სცენარს ჰგავს, ვიდრე კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებულ დასკვნას. თითქოს ადამიანმა იხელმძღვანელა არა საკუთარი ბუნებრივი, არამედ ხელოვნური ინტელექტით – თუმცა მკაფიოდ განსაზღვრული მიზნით. მისი ვერსიით, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო სახელმწიფოს სტატუსის მქონე აზერბაიჯანმა, სომხეთზე გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა საქართველოზეც ზეწოლის მოხდენა სცადოს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ ასეთ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს – ტენდენციურობის მარგალიტმა, „რადიო თავისუფლებამ“, სწორედ ეს ჰიპოთეზა გამოიტანა სათაურში და საინფორმაციო ბარათზე, რითაც მეორეხარისხოვანი ვარაუდი მთავარ პოლიტიკურ სენსაციად აქცია.
ეს არის ინფორმაციული ზემოქმედების კლასიკური ტექნოლოგია: ჯერ აღიარონ, რომ უშუალო საფრთხე არ არსებობს, შემდეგ კი საზოგადოებრივ ცნობიერებაში მომავალი ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ხატი შექმნან.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მსგავსი საინფორმაციო მასალა სწორედ იმ დროს ჩნდება, როდესაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების პრაქტიკული ინტერესები არა დაპირისპირებას, არამედ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტების, ენერგეტიკული ხაზების, რკინიგზების, პორტებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება ურთიერთნდობის გარეშე შეუძლებელია.
ამიტომ აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო ზეწოლის თეზისი რეგიონული განვითარების რეალურ ლოგიკას არ ხსნის – ის მის ჩანაცვლებას ცდილობს. საზოგადოებრივ სივრცეში ფრთხილად და ცბიერად აჩენს ეჭვს, თითქოს დღევანდელი პარტნიორობა მხოლოდ დროებითი დეკორაციაა, ხოლო გაძლიერებული აზერბაიჯანი ხვალ აუცილებლად საქართველოს საფრთხედ გადაიქცევა. ამასთან, ინტერვიუში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ფაქტი, რომელიც ბაქოს მხრიდან მსგავსი განზრახვის ან მზადების არსებობას დაადასტურებდა. მკითხველს სთავაზობენ არა მტკიცებულებებს, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ ფანტაზიას, აღქმას, რომელიც პრინციპზე – „თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია“ – არის აგებული.
ასეთი მასალის მიზანი შესაძლოა იმ ემოციური ფონის შექმნა იყოს, სადაც თბილისისა და ბაქოს დამოუკიდებელი რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება წარმატებად კი არა, პოტენციურ საფრთხედ აღიქმება.
როდესაც რეალური კონფლიქტი არ არსებობს, მას ჯერ სათაურებში, ექსპერტულ პროგნოზებსა და სოციალურ ქსელებში ქმნიან – თავდაპირველად როგორც „ნაკლებად სავარაუდო რისკს“, შემდეგ როგორც განსახილველ საფრთხეს და საბოლოოდ როგორც თითქოს ყველასთვის ცნობილ პრობლემას. ამ შემთხვევაში „რადიო თავისუფლებამ“ ბნელ ოთახში შავი კატა ვერ იპოვა, მისი არარსებობის გამო – მან თავად დახატა იგი კედელზე და ახლა მთელ სამხრეთ კავკასიას საკუთარი ნახატით შეშინებას სთავაზობს. ეს არ ჰგავს რეგიონული უსაფრთხოების ობიექტურ ანალიზს – უფრო ჰგავს მცდელობას, უნდობლობა შეიტანოს იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც დღეს გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვთ ერთობლივი დერეფნების, ენერგეტიკული ქსელების, პორტებისა და სხვა სტრატეგიული პროექტების განვითარებით, ვიდრე ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების სცენარებით.“ – წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

10 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

12 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

13 სთ წინ3 წთ