— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლისსამართლებრივი ბარიერი კონსტიტუციური ორგანოების დელეგიტიმაციისკენ მიმართული საჯარო კამპანიებისა და „პარალელური ხელისუფლების“ მშენებლობის მცდელობების წინააღმდეგ

დავით ქართველიშვილი: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლისსამართლებრივი ბარიერი კონსტიტუციური ორგანოების დელეგიტიმაციისკენ…

ის, რასაც დღეს განიხილავს „ქართული ოცნება“, საბოლოო ჯამში ერთ რამემდე დადის: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლისსამართლებრივი ბარიერი – კონსტიტუციური ორგანოების დელეგიტიმაციისკენ მიმართული საჯარო კამპანიებისა და „პარალელური ხელისუფლების“ მშენებლობის მცდელობების წინააღმდეგ (ე.წ. „ტექნიკური მთავრობა“, „კატაკომბური პარლამენტი“, „მოქმედი“ ექს-პრეზიდენტები და ა.შ.),  –  წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საუბარია საჯარო მოწოდებების დასჯადობაზე, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამავდროულად, კანონებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. ქართველიშვილის ევროკავშირის ქვეყნების მაგალითებიც მოჰყავს, რომლებშიც, დიდი ხანია არსებობს კონსტიტუციური წყობის დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები.

“ის, რასაც დღეს განიხილავს „ქართული ოცნება“, საბოლოო ჯამში ერთ რამემდე დადის: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლისსამართლებრივი ბარიერი – კონსტიტუციური ორგანოების დელეგიტიმაციისკენ მიმართული საჯარო კამპანიებისა და „პარალელური ხელისუფლების“ მშენებლობის მცდელობების წინააღმდეგ (ე.წ. „ტექნიკური მთავრობა“, „კატაკომბური პარლამენტი“, „მოქმედი“ ექს-პრეზიდენტები და ა.შ.). საუბარია საჯარო მოწოდებების დასჯადობაზე, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, კანონებისადმი დაუმორჩილებლობას ქადაგებენ და ამკვიდრებენ ლოგიკას, თითქოს „ქვეყანას მართავს გარე ძალა და ამიტომ ეს ხელისუფლება არ უნდა იქნეს აღიარებული“.

სანამ აგორდა ტალღა მორიგ “რუსულ კანონზე” – ძირითადი პარალელი დასავლეთთან გავავლოთ: ევროკავშირის ქვეყნებსა (და უფრო ფართოდ ეუთოს სივრცეში) დიდი ხანია არსებობს კონსტიტუციური წყობის დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები – და მათი “დემოკრატიულობის” ეჭვქვეშ დაყენება არავის მოსდის თავში. ისინი განისაზღვრება საკანონმდებლო ნორმებით: ანტიკონსტიტუციური ქმედებების, ხელისუფლების ფუნქციების უზურპაციისა და ინსტიტუტების ძირის გამოთხრის წინააღმდეგ. ავიღოთ გერმანიის მაგალითი: 2025 წელს იქ აიკრძალა ექსტრემისტული გაერთიანება, რომელიც არამარტო „არ აღიარებდა ხელისუფლებას“, არამედ ფაქტობრივად უარყოფდა სახელმწიფოს ლეგიტიმურობას და ქმნიდა ალტერნატიულ სტრუქტურებს.

ამასთან, გერმანიაში არსებობს სისხლის სამართლის ნორმებიც კონსტიტუციური ორგანოების შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის წინააღმდეგ, ისევე როგორც ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვისთვის ძირითადი კანონის მექანიზმი – გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა მთავრობა. შემდეგი მაგალითია – საფრანგეთი, იქ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო ფუნქციის შემსრულებელი პირის შეურაცხყოფისთვის (Code pénal, მუხლი 433-5). ასევე იტალიაში მოქმედებს ნორმა რესპუბლიკისა და კონსტიტუციური ინსტიტუტების საჯარო „გინების/დამცირების“ შესახებ (Codice penale, მუხლი 290). მათ არც ესპანეთი ჩამოუვარდება: სისხლის სამართლის დანაშაულია საჯარო ფუნქციების უზურპაცია – როდესაც ვინმე თავს ასაღებს ხელისუფლებად, იყენებს სახელმწიფო ატრიბუტიკას ან მოქმედებს სახელმწიფოს სახელით უფლებამოსილების გარეშე (Código Penal, მუხლი 402).

ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი პირდაპირ უშვებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, თუ იგი „კანონით არის დადგენილი“ და „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ – ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით.

და სწორედ აქ ჩვენი “ოპოზიციური” რიტორიკა (თითქოს „ეს არადემოკრატიული, არადასავლური და მაშასადამე – რუსულია“) განხილვის საგნადაც კი არ ღირს: როცა მათ აწყობთ – დასავლეთი ცხადდება ეტალონად, მაგრამ როგორც კი ირკვევა, რომ ამ „ეტალონში“ არსებობს მათთვის არასასურველი აკრძალვები – იწყება თეატრალიზებული შეშფოთებული აღშფოთებები.

ხელისუფლების კრიტიკა შესაძლებელია და აუცილებელიცაა – ამის მკაფიო მაგალითი გუშინ პარტია “ხალხის ძალამ” გამოავლინა – მაგრამ პოლიტიკური დებატის გადაქცევა დეზინფორმაციულ კამპანიად („კანონებს არ დაემორჩილოთ / ხელისუფლება არალეგიტიმურია / შევქმნათ პარალელური ორგანოები“), ეს უკვე დემოკრატია აღარ არის, ეს პირდაპირი დარტყმაა სახელმწიფოებრიობაზე – რაც მალე ევროპულად და დემოკრატიულად, ასევე ქართულად და სისხლის სამართლებრივად – დასჯადი გახდება,” – წერს დავით ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

9 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

11 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

12 სთ წინ3 წთ