— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სუს-ის დირექტორის, მამუკა მდინარაძის 7–10 თებერვლის ვიზიტი აშშ-ში უფრო ჰგავს არა პროტოკოლურ ფოტოსესიას, არამედ, სამუშაო შესვლას ამერიკულ ძალოვან კონტურში – იქ, სადაც გადაწყვეტილებები პრესრელიზების გარეშე მიიღება

დავით ქართველიშვილი: სუს-ის დირექტორის, მამუკა მდინარაძის 7–10 თებერვლის ვიზიტი აშშ-ში უფრო ჰგავს არა პროტოკოლურ…

„მორიგი წინასაინსულტო ამბავი ჩვენი “ლეგიტიმური სექტის” მიმდევრებისთვის: სუს-ს დირექტორის, მამუკა მდინარაძის 7–10 თებერვლის ვიზიტი აშშ-ში უფრო ჰგავს არა პროტოკოლურ ფოტოსესიას, არამედ სამუშაო შესვლას ამერიკულ ძალოვან კონტურში – იქ, სადაც გადაწყვეტილებები პრესრელიზების გარეშე მიიღება. ღია წყაროებში, ვიზიტის კონკრეტული “ტრაფიკი” არ იძებნება, თუმცა ამ ჩარჩოში ყველაზე სავარაუდო კომბინაციაა: კონტაქტები Federal Bureau of Investigation-თან (კონტრდაზვერვა/ანტიტერორისტული სამსახური), შესაძლოა დახურული სამუშაო არხები Central Intelligence Agency-თან და/ან United States Department of Homeland Security-ისთან.
აქ, რაც ყველაზე მთავარია: აშშ–საქართველოს ურთიერთობაში სულ უფრო აშკარაა გადასვლა “ვიტრინული და ფასადური” დიპლომატიიდან – „ინჟინერულ“ ფორმატზე, ვინაიდან ორმხვრივი ამოცანები სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება: კიბერ და ტერორისტული საფრთხეები, დერეფნები, უსაფრთხოების რისკები, ტრანზიტი, კონტრდაზვერვა, სიგნალების ერთობლივი გადამოწმება და შესრულების მექანიზმები. საჯარო შეხვედრები ხშირად სწორი სიტყვების კომპრომისულ ნაკრებს ჰგავს, ხოლო დახურული შეხვედრები კი – კონკრეტული ქეისების, გვარების, ინფორმაციის გაცვლის პროტოკოლების, რისკების მატრიცისა და ორმხრივი ვალდებულებების სიას.
სწორედ ეს „უხილავი უსაფრთხოების ბიუროკრატია“ ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე ლამაზი ფოტო – ხელის პროტოკოლური ჩამორთმევით. თუ ვიზიტი სწორედ ასეთ დახურულ კონტურზე იყო აგებული, მისი შინაარსი არ არის ბანალური „ურთიერთობების გადატვირთვა“ ან სიმბოლური ჟესტები, არამედ მკაცრი კონკრეტიკა: აშშ ინარჩუნებს საქართველოსთან პარტნიორობოს სამუშაო არხს იქ, სადაც მნიშვნელოვანია ხარისხი და არა ყურადღების მოქცევის დონე. ეს არის ფორმატი, სადაც ნაკლებად საუბრობენ ზოგად “დემოკრატიასა და სტაბილურობაზე” და უფრო მეტად – ხვალ დილით გასაკეთებელზე: რომელი საფრთხეა პრიორიტეტი, სად არის ინფრასტრუქტურის სისუსტეები, რომელი ქსელები ან ჯგუფებია დაკვირვების ქვეშ, რა წესებით ხდება ინფორმაციის გაცვლა, რა სჭირდება ქართულ მხარეს და რას სთავაზობს ამისთვის ამერიკული მხარე (მათ შორის ტექნოლოგიურად).“ – წერს დავით ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

7 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

11 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

11 სთ წინ2 წთ