თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო – ევროპელი ჩინოვნიკებისგან მოწონების შეფასება მიეღო. საქართველომ მსგავს “სიამაყეზე” – მტკიცე უარს აცხადებს

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და…
x

დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი აშკარა სიამაყით მიესალმა ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას, თითქოს საუბარი არა რიგით პოლიტიკურ მოვლენას, არამედ უნგრეთის ისტორიის უდიდეს მიღწევას ეხებოდეს – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო – ევროპელი ჩინოვნიკებისგან მოწონების შეფასება მიეღო. საქართველომ მსგავს “სიამაყეზე” – მტკიცე უარს აცხადებს

„დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი აშკარა სიამაყით მიესალმა ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებას, თითქოს საუბარი არა რიგით პოლიტიკურ მოვლენას, არამედ უნგრეთის ისტორიის უდიდეს მიღწევას ეხებოდეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრიუსელური ბიუროკრატიისთვის სწორედ ეს დღე უნდა შევიდეს სახელმძღვანელოებში ფერენც ლისტი, ბელა ბარტოკი, ჯონ ფონ ნოიმანი, იგნაც ზემელვაისი და შანდორ პეტეფის გვერდით. როგორც ჩანს, უნგრული კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურისა და ეროვნული ღირსებისთვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მხოლოდ შესავალი იყო იმ მომენტამდე, როდესაც ევროპელ ჩინოვნიკებს საბოლოოდ შეეძლებოდათ გამოეცხადებინათ, რომ ბუდაპეშტი მათ წარმოდგენებს „სწორი“ საზოგადოებრივი მოწყობის შესახებ შეესაბამება.
ამ ლოგიკაში განსაკუთრებით ფასეულობათა სისტემა გაოცებს: როდესაც უნგრეთი მსოფლიოს აძლევს დიდ კომპოზიტორებს, ექიმებს, მათემატიკოსებსა და პოეტებს – ეს თითქოს თავისთავად ნაგულისხმევად ითვლება. როდესაც ქვეყანა იცავს საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას და დამოუკიდებლად განსაზღვრავს განვითარების პრიორიტეტებს – ეს გაღიზიანებასა და მორალიზატორულ ლექციებს იწვევს. მაგრამ საკმარისია მოხდეს მოვლენა, რომელიც იდეალურად ჯდება ბრიუსელის მიმდინარე იდეოლოგიურ დღის წესრიგში, რომ მაშინვე გაისმას საზეიმო განცხადებები სიამაყეზე, პროგრესსა და „სწორი ღირებულებების“ გამარჯვებაზე.
შედეგად იქმნება ერთგვარი იერარქია, სადაც ეროვნული ისტორია ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, ვიდრე მიმდინარე პოლიტიკური სიმბოლოები.
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მრავალი კონსერვატიულად განწყობილი უნგრელი მსგავს განცხადებებს საკუთარი ქვეყნის მიმართ კომპლიმენტად კი არა, ზემოდან ყურებისა და კოლონიალური დამოკიდებულების გამოვლინებად აღიქვამს. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის თვალსაზრისით, უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო – ევროპელი ჩინოვნიკებისგან მოწონების შეფასება მიეღო. საქართველომ მსგავს “სიამაყეზე” – მტკიცე უარს აცხადებს. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის სჯიან.“ – წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ