თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
Uncategorized

დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და რადიკალები უკვე დამარცხდნენ იმ დებატებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, აქ რაიმე წინაპირობების დაყენება არის სრულიად უსაფუძვლო და ეს ნიშნავს იმ უარგუმენტო ლოგიკას, მტკიცებულებების არ არსებობას, რაც გააჩნიათ რადიკალებს

„ნაცმოძრაობა“ და რადიკალები უკვე დამარცხდნენ იმ დებატებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა ჟურნალისტებთან „ნაცმოძრაობის“ მიერ დებატების წინაპირობის დაყენების საკითხზე საუბრისას, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება.

მათიკაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობის და რადიკალების მხრიდან წინაპირობების დაყენება არის უსაფუძვლო და მიუთითებს მათი მხრიდან მტკიცებულებების არ არსებობაზე.

„რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიისთვის, საზოგადოებისთვის, მათ კიდევ უკეთ შეიტყონ, გაარჩიონ ტყუილი და მართალი ერთმანეთისგან. ვინც გაურბის დებატს, რა თქმა უნდა, ის თავიდანვე მარცხდება.
აქ რაიმე წინაპირობების დაყენება, ბუნებრივია, არის სრულიად უსაფუძვლო და ეს ნიშნავს, იმ უარგუმენტო ლოგიკას, მტკიცებულებების არ არსებობას, რაც გააჩნიათ რადიკალებს.
აქ არის ერთადერთი, რაც არის სასურველი, რა თქმა უნდა, აუცილებელი დებატებისთვის – შესაბამისი, ობიექტური, სამართლიანი, მედიასივრცის პირობებში ფორმატის შექმნა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას პოლიტიკოსებს და არა მხოლოდ, ერთანეთთან გაცვალონ შეხედულებები და არ მოხდეს შეურაცხყოფა, გინება, ლანძღვა, ის რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით და რაც სამწუხაროდ, როგორც ნიკა გვარამიამი, ისე მასთან დაკავშირებულმა, რადიკალების, პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა შექმნეს საქართველოში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

Uncategorized

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

6 აგვისტო3 წთ
ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და… Uncategorized

ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო

5 აგვისტო2 წთ
სომხეთში რუს ბლოგერს სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბრალი წარუდგინეს Uncategorized

სომხეთში რუს ბლოგერს სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბრალი წარუდგინეს

30 ივლისი3 წთ