თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

დავით საყვარელიძე: საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით – აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე. შტატებს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს პორტები, ტერიტორია, შეიძლება გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, კორეის და ვიეტნამის დროს

დავით საყვარელიძე: საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით – აშშ-ის სამხედრო ნაწილების…

“ლოჯისტიკის გადალაგებას შეერთებული შტატები ალბათ დაიწყებს. აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან ასე თუ ისე დაპირისპირება მომავალში და საქართველოს პორტები, საქართველოს ტერიტორია, სომხეთის ტერიტორია, მათ შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიაც შეიძლება გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, მაგალითად, კორეის და ვიეტნამის დროს შეერთებული შტატების მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი, რამაც ააყვავა და ფეხზე დააყენა ისევ იაპონია. ვინც არ იცით და ბევრმა ალბათ, არ იცით, როდესაც მე ვსწავლობდი იაპონიაში, ყველა ჩემი პროფესორი ამას მიხსნიდა, რომ რომ იაპონია დააქცია ომებმა, მაგრამ ააშენა ასევე ომებმა, როცა ჩვენ გავხდით კორეის და ვიეტნამის ომში მთავარი დასაყრდენი და ლოჯისტიკური ცენტრი,” – აღნიშნა საყვარელიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი და მისი შენაერთების აქ განლაგება არის ოცნება და ამ შანსის ხელიდან გაშვება იქნება “ისტორიული სისულელე”. საყვარელიძის თქმით, ამ ნაბიჯზე ბიძინა ივანიშვილი არ წავა.

“საქართველოს სიდიდისნაირი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი, ამერიკასთან ეკონომიკური კავშირი ამ დროს, იქ – წარმოების გადატანა, იქ – თავის შენაერთების განლაგება იმისთვის, რომ რუსეთი ხვალ არ შემოვარდეს და საქართველო ისევ არ დაიპყროს, არის ოცნება და ამის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული სისულელე,” – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

https://www.facebook.com/reel/1053865450645332/?rdid=yjhLZ6qzL2LkKR0l&share_url=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshare%2Fv%2F1EHKWqS4ry%2F#

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ