— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
პოლიტიკა

“დეილი ჯგუფის” მმართველი პარტნიორი: ევრო დირექტივაში სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, საუბარია აგრო-კულტურისა და ფერმერების დაცვაზე ჩვენნაირი დიდი ქსელებისგან და მართალია, იმიტომ, რომ ფერმერს თუ უარი უთხარი, მას დრო აღარ დარჩება გაყიდვის ალტერნატიული არხის მოძებნისთვის

“დეილი ჯგუფის” მმართველი პარტნიორი: ევრო დირექტივაში სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, საუბარია აგრო-კულტურისა და ფერმერების…

როდესაც ასიმეტრიაზეა საუბარი, გთხოვთ, გავიხსენოთ, რომ ჩვენი მომწოდებლები ასევე არიან მსოფლიო ბრენდები: “პროქტერ ენდ გემბლი”, “უნილევერი”, “ნესტლე”, “მონდელიზი” და ა.შ., – განაცხადა “დეილი ჯგუფის” მმართველმა პარტნიორმა, დავით კუხალაშვილმა, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

მისი განცხადებით, საქართველოს ბაზრის ტოპ ოთხი მოთამაშე, ბაზრის მხოლოდ 30 პროცენტს ფლობს ჯამში, მაშინ, როცა გერმანიაში ანალოგიური მაჩვენებელი 80 პროცენტს უტოლდება.

ამ მონაცემის გაჟღერებისას, კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, დავით კუხალაშვილს განუცხადა, რომ საქართველოს ტოპ ოთხი მოთამაშე ორგანიზებული ბაზრის 71 პროცენტს ფლობს.

“მათი [მსოფლიო ბრენდების] ბრუნვა არის საქართველოს ბიუჯეტზე უფრო მეტი. როცა ასიმეტრიაზე ვსაუბრობთ, აქეთ თუ “დეილი ჯგუფი” გამოჩნდა ცოტა დიდი საქართველოს მასშტაბით, მეორე მხარეს, არანაკლებ გიგანტური კომპანიები არიან.
რაც შეეხება 2019 წელს მიღებულ ევრო დირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, ჩვენ ყურადღებით წავიკითხეთ და ძალიან გთხოვთ, მივაქციოთ ყურადღება, რომ იქ საუბარი არის აგრო-კულტურასა და ფერმერებზე და მათ დაცვაზე ჩვენნაირი დიდი ქსელებისგან და მართალია, იმიტომ, რომ კიტრს რომ დაამწიფებს ფერმერი და უნდა მოგიტანოს ერთ კვირაში, შენ თუ უარი უთხარი, მას დრო აღარ დარჩება ალტერნატიული გაყიდვის არხის მოძებნისთვის. ხშირად, ამ ევრო დირექტივების უკან ცოტა დიდი კომპანიებიც იმალებიან, მაგრამ, აქ არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქ ვართ ბაზრის 4 ტოპ-მოთამაშე, რომლებიც, ჯამში, მხოლოდ 30%-ს ვფლობთ ადგილობრივი ბაზრის. გერმანიაში, ტოპ 4, ჯამში ფლობს ბაზრის 80%-ს,” – განაცხადა კუხალაშვილმა.

“თქვენ ოთხნი ფლობთ ორგანიზებული ბაზრის 71%-ს, რომელიც მნიშვნელოვანია,” – განუცხადა “დეილი ჯგუფის” წარმომადგენელს შოთა ბერეკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ… პოლიტიკა

ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე”

21 წთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა

58 წთ წინ2 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა… პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

1 სთ წინ4 წთ