— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მსოფლიო

Depaul Ukraine-ის კვლევა: უკრაინაში უსახლკაროებს შორის გამოკითხულთა 40% იძულებით გადაადგილებული პირია – მათი წილი იზრდება

Depaul Ukraine-ის კვლევა: უკრაინაში უსახლკაროებს შორის გამოკითხულთა 40% იძულებით გადაადგილებული პირია – მათი წილი იზრდება

უკრაინაში, უსახლკარო ადამიანებს შორის, რომლებიც დახმარებისთვის მიმართავენ სხვადასხვა ორგანიზაციას, ყველაზე დიდი მოწყვლადი ჯგუფი იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები არიან და ისინი უსახლკაროთა 40%-ს შეადგენენ. ამის შესახებ ნათქვამია საქველმოქმედო ფონდის Depaul Ukraine-ის კვლევაში.
გამოკითხვა ჩატარდა თავშესაფრებში, დახმარების ცენტრებში და ქუჩებში იმ ადგილებთან, სადაც საკვები რიგდება.

როგორც ადგილობრივი გამოცემა „Хмарочос” აღნიშნავს, 2024 წლის ანალოგიურ კვლევაში უსახლკარო გამოკითხულთა მხოლოდ 22% იყო იძულებით გადაადგილებული პირი.
კვლევის მიხედვით, უსახლკაროებს შორის, 33% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია; 28% – მარტოხელა ხანდაზმული; 10% ყოფილი პატიმარი; 6% – ვეტერანი; 5% – ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი; 4%-ს ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელები შეადგენენ, ხოლო, 2% – უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია.

გამოკითხულთა 46%-ისთვის მუდმივი საცხოვრებლის დაკარგვის მთავარი მიზეზი ომი ან ტერიტორიის ოკუპაცია გახდა, ხოლო, იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის ამ მიზეზს 84% ასახელებს.
საქველმოქმედო ორგანიზაცია Depaul Ukraine აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უსახლკაროთა ახალი კატეგორიები წარმოშვა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები და ვეტერანები. ექსპერტების შეფასებით, თანდათან ქრება ზღვარი უსახლკარო და საცხოვრებლის მქონე ადამიანებს შორის, რადგან საცხოვრებელს სულ უფრო ხშირად კარგავენ ის ჯგუფებიც, რომლებიც ადრე რისკის კატეგორიაში არ შედიოდნენ.

„არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ახალ გარემოში ინტეგრაციას, რადგან არ აქვთ კარგი განათლება, ზოგიერთმა, მაგალითად, უკრაინული ენა არ იცის. მათთვის განსაკუთრებით რთულია საცხოვრებლის დაქირავება, მით უმეტეს, რომ ლვოვში ქირის ფასები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. შედეგად, ადამიანს, რომელიც ადგილობრივი არ არის, არ აქვს სოციალური კავშირები, არ აქვს კარგი განათლება და თან სტრესის ქვეშაა, საცხოვრებლის პოვნა უკიდურესად უჭირს“, – აცხადებენ ლვოვის ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.