— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია

დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და…

უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, უბრალოდ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი!- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რითაც გიორგი გახარიას პასუხობს.

სამხარაძის თქმით, რაც შეეხება იმას, რომ ვინმე ვინმეზე ცუდს ამბობს მას შემდეგ, როდესაც დიდ თანამდებობას დატოვებს, ესეც გამორიცხულია ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში, რადგან მისივე თქმით, ის უღალატო კაცია, გულთან მიაქვს ნებისმიერის გასაჭირი, ყურადღებას არ აკლებს და, ამავე დროს, უზომოდ სამართლიანია.

“გახარიას ჩვეულ სტილში კაპასობას მინდა ვუპასუხო პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომ „მესიჯების“ გაჟღერებას ავალებს ნორჩ გახარიელებს. თითქოს, პრემიერი რომ აღარ იქნები, მერე შენს წინააღმდეგ გუნდი განეწყობაო!

ყველას შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ ირაკლი კობახიძე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ქვეყნის, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკა გახლავთ და ეს პოსტი არანაკლებია პრემიერობისა. მისი გადადგომის მიზეზებზე ახლა არ ვისაუბრებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ირაკლიმ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! გადადგომის შემდეგ ის, თავისი საქციელით, ადრეც, მაგრამ მაშინაც, პირადად ჩემთვის და ქართული ოცნების ჯარისკაცებისთვის, სამაგალითო გახდა. დარჩა, გახდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტიულ საქმიანობაშიც ბევრი საქმე გააკეთა! ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია!

უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, არც მიფიქრია, უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ და უეჭველი დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი!

რაც შეეხება იმას, რომ ვინმე ვინმეზე ცუდს ამბობს მას შემდეგ, როდესაც დიდ თანამდებობას დატოვებს, ესეც გამორიცხულია ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში! იმიტომ, რომ ირაკლი უღალატო კაცია, გულთან მიაქვს ნებისმიერის გასაჭირი, ყურადღებას არ აკლებს და, ამავე დროს, უზომოდ სამართლიანია! ერთგული კაცია და საამაყო ქართველი.

ასე რომ, ვერ გაგახარებთ ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს, არც გქონდეთ იმედი! მოღალატეს ვექცევით ისე, როგორც იმსახურებს და ერთგულებს ბოლომდე მივყვებით”- წერს სამხარაძე.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

13 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

15 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

16 სთ წინ3 წთ