— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

დონალდ ტრამპი: ნატოდან გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განვიხილავ

დონალდ ტრამპი: ნატოდან გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განვიხილავ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Telegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სერიოზულად განიხილავს ნატოდან გასვლის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც ალიანსი ირანის წინააღმდეგ ომს არ შეუერთდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო „ქაღალდის ვეფხვად“ მოიხსენია და დასძინა, რომ ამერიკის გამოსვლის გადაწყვეტილება კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებიდან ახლა „გადახედვას არ ექვემდებარება“.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპის დღევანდელი განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ თეთრი სახლი ევროპას თავდაცვით სფეროში საიმედო პარტნიორად აღარ აღიქვამს მას შემდეგ, რაც მათ ტრამპის თხოვნა ჰორმუზის სრუტის დასაცავად გემების გაგზავნის შესახებ უარყვეს.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, გადახედავს, თუ არა ის აშშ-ის წევრობას ნატოში კონფლიქტის დასრულების შემდეგ. „დიახ, ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას აღარ ექვემდებარება“, – განაცხადა ტრამპმა. „არასდროს მიზიდავდა ნატოს წევრობა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის „ქაღალდის ვეფხვია“, სხვათა შორის პუტინმაც იცის ეს“.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ნატოს მოკავშირეები აშშ-ს არ ეხმარებიან ჰორმუზის სრუტის გახსნაში, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო ნავთობის 20% გადის. თეირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა სრუტე, რამაც ნავთობსა და გაზზე ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია.

ტრამპის განცხადებით, ის ომში ნატოს მოკავშირეების ჩართვას დაჟინებით არ ითხოვდა. მას ეგონა, რომ ეს ავტომატურად მოხდებოდა.

„ჩვენ იქ, უკრაინის ჩათვლით, ავტომატურად ვიყავით. უკრაინა ჩვენი პრობლემა არ იყო. ეს იყო შემოწმება და ჩვენ იქ მათ [ევროპელების] გამო ვიყავით და ყოველთვის მათთან ერთად ვიყავით. ხოლო ისინი ჩვენთან არ იყვნენ“, – დასძინა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

7 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

10 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

10 სთ წინ3 წთ