მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე კლინტონმა ტრამპი დასავლური ალიანსების განადგურების მცდელობასა და უკრაინელების ღალატში დაადანაშაულა.
შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს შეეწინააღმდეგა ჩეხეთის ვიცე-პრემიერი. მაცინკამ თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტი საკმაოდ შორს წასული პრობლემების მოგვარებას ცდილობს და ის ტრამპის ახალი პოლიტიკის მხარდამჭერია, განსაკუთრებით, იმ საკითხებში, რომლებიც გენდერულ რევოლუციას და კლიმატურ ცვლილებებს ეხება. მაცინკამ კლინტონს უთხრა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი: მდედრობითი და მამრობითი.
„თქვენი აზრით ეს ამართლებს უკრაინელი ხალხის გაყიდვას, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და თავისუფლების დასაცავად იხოცებიან? ორი სქესი? ეს გადარდებთ?“, – აღშფოთდა კლინტონი, რის შემდეგაც მაცინკამ ბოდიში მოიხადა, იმის გამო, რომ მისმა სიტყვებმა კლინტონი აანერვიულა.
„არ ვნერვიულობ. უბრალოდ ეს სიტყვები ძალიან უბედურს მხდის“, – ასე ახსნა კლინტონმა საკუთარი რეაქცია.




