— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ძარცვიდან სამი დღის შემდეგ ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

ძარცვიდან სამი დღის შემდეგ ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

ძარცვიდან სამი დღის შემდეგ ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

პარიზის ლუვრის მუზეუმში ძარცვა 19 ოქტომბერს მოხდა, რამდენიმე ნიღბიანი პირი მუზეუმში ამწის მეშვეობით ფანჯრიდან შეიჭრა.

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ძარცვას ექვსიდან შვიდ წუთამდე დასჭირდა და მასში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც უიარაღო იყვნენ.

დამნაშავეებმა საფრანგეთის სამეფო გვირგვინის კოლექციიდან ცხრა ნივთი წაიღეს, საიდანაც ერთ-ერთი – ნაპოლეონ მესამის მეუღლის გვირგვინი გაქცევის დროს დაკარგეს.

ლუვრის მუზეუმიდან ექსპონატების მოპარვის შედეგად მიყენებული ზარალი 88 მილიონ ევროდ შეფასდა.