თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში

ედიშერ გვენეტაძე: სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს…

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე ირაკლი კირცხალიას შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ევრობიუროკრატებს ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ქართველები ქართული ზნეობის და ცხოვრების წესის გადაგვარებას არ დაუშვებენ.

„იქნებ ზოგიერთისათვის ჯერ კიდევ გაუგებარია თუ რა მიზნები გააჩნიათ ჩვენზე დღე და ღამ დაუძინებლად მზრუნველ დასავლელ ევრობიუროკრატებს.
დიახ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ მათ ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი ქართული სახელმწიფოებრიობისა და ზნეობის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია.
ამიტომაც სავსებით სამართლიანად იქცევა საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში.
ამ გადამთიელმა და ჩვენი ქვეყნისათვის უცხო სუბიექტებმა ვერ გაიგეს და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებენ, რომ ქართველები გავწყდებით, მაგრამ ქართული ზნეობის და ცხოვრების წესის გადაგვარებას არ დავუშვებთ.“- წერს ედიშერ გვენეტაძე.