— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
მსოფლიო

ეპშტეინის სკანდალის ფონზე ბრიტანეთის პრემიერი პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის: კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსმა ეპშტეინთან კავშირში მყოფი პიტერ მინდელსონის აშშ-ში ელჩად დანიშვნაზე პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობა დატოვა

ეპშტეინის სკანდალის ფონზე ბრიტანეთის პრემიერი პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის: კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსმა…

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსმა, მორგან მაკსვინიმ, კვირას თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ მან აიღო პასუხისმგებლობა სტარმერისთვის პიტერ მანდელსონის აშშ-ში ელჩად დანიშვნის შეთავაზების შესახებ, მიუხედავად ჯეფრი ეპშტეინთან მისი ცნობილი კავშირებისა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი, ჯეფრი ეპშტეინის ცნობილი სკანდალის შემდეგ, მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა.

The Independent-ის ინფორმაციით, კირ სტარმერი “პარლამენტის ლეიბორისტული პარტიის წევრების აჯანყების საშიშროების წინაშე დგას, რადგან ლორდ პიტერ მენდელსონის სკანდალის გამო მისი მთავარი მრჩევლის გადადგომის შემდეგ, ის საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის”.

საზოგადოების აღშფოთება, ამავე გამოცემის ცნობით, გამოიწვია მისმა გადაწყვეტილებამ, ლორდი აშშ-ში ელჩად დაენიშნა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა: მისი კავშირები ჯეფრი ეპშტეინთან გაგრძელდა იმ პერიოდშიც, როცა ფინანსისტი ბავშვებზე სექსუალური დანაშაულებისთვის უკვე მსჯავრდებული იყო.

ვინ არის პიტერ მენდელსონი, რომელიც ეპშტეინის მასალებში ფიგურირებს? მენდელსონი, ბოლოს, აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა. იგი ამ პოზიციაზე 2025 წლის 10 თებერვალს დაინიშნა, თუმცა, ამავე წლის 11 სექტემბერს, სტარმერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ეპშტეინის სკანდალის გააქტიურების გამო.

მენდელსონი, ბრიტანეთის პოლიტიკაში, წლების განმავლობაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო. პოლიტიკოსს, ხშირად უწოდებდნენ ლეიბორისტული პარტიის მთავარ სტრატეგს. ის ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის ახლო მოკავშირე იყო. სხვადასხვა პერიოდში ეკავა მაღალი თანამდებობები ბიზნესისა და ვაჭრობის სფეროში, მათ შორის, იყო მინისტრი ბრიტანეთის მთავრობაში. ორჯერ იყო ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში და წარმოადგენდა ევროკავშირს გლობალურ სავაჭრო მოლაპარაკებებში. პიტერ მენდელსონი, ასევე, ლორდთა პალატის წევრიც იყო.

რამდენიმე კვირის წინ, პიტერ მენდელსონი ინტერვიუში აცხადებდა: “რადგან მე გეი მამაკაცი ვიყავი, მე განცალკევებული ვიყავი იმისგან, რასაც ის [ეპშტეინი] თავისი ცხოვრების სექსუალურ მხარეს აკეთებდა”. თუმცა, კირ სტარმერის განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა, ელჩის თანამდებობიდან მენდელსონის გადაყენების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ “ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა, აჩვენებდა “მისი ურთიერთობის სიღრმეს და ხასიათს ეპშტეინთან”, რაც განსხვავდებოდა იმ ინფორმაციისგან, რაც სტარმერმა პიტერ მენდელსონის დანიშვნისას ეპშტეინთან მისი კავშირის შესახებ იცოდა.