— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
Uncategorized

ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა – 2025 წელს მკვეთრად და თანმიმდევრულად იმატა როგორც პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმებმა, ისე პოლიტიკური მოტივით ჩადენილმა დანაშაულებმა მოსახლეობაში, – წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია“.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია, სულ მცირე, წელსაც გაგრძელდება, რისი მიზეზიც პოლიტიკური რიტორიკის რადიკალიზაცია და საზოგადოების მზარდი პოლარიზაციაა.

გასულ წელს პოლიტიკური პარტიების წევრებზე 5 140 თავდასხმა დაფიქსირდა, რაც 40%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, როდესაც 3 690 შემთხვევა აღირიცხა. შედარებისთვის, 2023 წელს პოლიციამ 2 790 ასეთი ფაქტი დააფიქსირა. ეს უახლესი მონაცემები ცნობილი გახდა ფედერალური მთავრობის პასუხიდან პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო შეკითხვაზე.

კრიმინალური პოლიციის ფედერალურმა სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადეს, რომ 2025 წელს ფედერალურმა და რეგიონულმა სამართალდამცავმა უწყებებმა, ზოგადად, პოლიტიკური მოტივით ჩადენილი სულ 85 837 დანაშაული დაარეგისტრირეს.

როგორც წინა პერიოდებში, პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულების უდიდესი ნაწილი – სულ 42 544 შემთხვევა – კვლავ მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ფრთიდან მომდინარე ძალადობრივ აქტებზე მოდის. ამ შემთხვევების უმრავლესობა ე.წ. პროპაგანდისტული დანაშაულია, მაგალითად, არაკონსტიტუციური ორგანიზაციების სიმბოლიკის გამოყენება. ამასთანავე, სტატისტიკა ავლენს ულტრამემარჯვენე მოტივით ჩადენილ 1 598 ძალადობრივ დანაშაულს, როგორიცაა, მაგალითად, ფიზიკური თავდასხმები.

მემარცხენე ფრთის მიერ პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა და 13 490 შემთხვევას შეადგენს. ამ კატეგორიაში ძალადობრივი ფაქტები თითქმის 43%-ით არის მომატებული – 762-დან 1 087 შემთხვევამდე. თუმცა, ამ შემთხვევების უმრავლესობა მხოლოდ მატერიალურ ზიანს გულისხმობს.

პოლიტიკური ანალიტიკოსი ფრანკო დელე დონე განმარტავს, რომ გერმანელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მზარდი ტენდენცია, დიდწილად, პოლიტიკის მიმართ უფრო პოლარიზებული ხედვის გავრცელებით აიხსნება. ამასთანავე, მისივე პროგნოზით, უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებლის კლება მოსალოდნელი არ არის.

უახლოესი თვეების პროგნოზი პოლიტიკური ძალადობის უკან დახევაზე, პოლარიზაციასა და პოლიტიკური რიტორიკის რადიკალიზაციის კლებაზე ნამდვილად არ მიუთითებს. სექტემბერში მნიშვნელოვანი რეგიონული არჩევნებია მოსალოდნელი: ბერლინი, მეკლენბურგ-წინა პომერანია და საქსონია-ანჰალტი ახალ პარლამენტებს აირჩევენ. ამ არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან, რადგან არსებობს შანსი, რომ AfD ზოგიერთ ამ რეგიონში ყველაზე მეტი ხმის მქონე პოლიტიკურ ძალად იქცეს.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა… Uncategorized

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

10 სექტემბერი3 წთ
Uncategorized

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

6 აგვისტო3 წთ
ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და… Uncategorized

ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო

5 აგვისტო2 წთ