— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნანა კაკაბაძე: გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც შაკო კუჭაშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
პოლიტიკა

ევა გოცირიძე გირგვლიანის საქმეზე: როდესაც ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა სატელეფონო ჩანაწერების გაგზავნა, სახელმწიფომ უარი თქვა თანამშრომლობაზე. ეს ინფორმაცია რომ გადაცემულიყო, არ არის გამორიცხული, მე-2 მუხლის არსებითი დარღვევაც დადგენილიყო, მაგრამ ეტყობა, სახელმწიფოს ერჩივნა, 38-ე მუხლის დარღვევა ყოფილიყო აღიარებული, ვიდრე ის გამჟღავნებულიყო რა იყო იმ საუბრებში

ევა გოცირიძე გირგვლიანის საქმეზე: როდესაც ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა სატელეფონო ჩანაწერების გაგზავნა, სახელმწიფომ უარი…

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ბეჟაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიმართა და გამოეხმაურა მის მიერ განმარტებებში გაკეთებულ ჩანაწერს, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაადგინა.

გოცირიძემ ბეჟაშვილს ჰკითხა, ამ განცხადებით მას სურდა თუ არა იმის დამტკიცება, რომ მკვლელობა სახელმწიფოს მხრიდან არ იყო ჩადენილი. მოსამართლემ ასევე, ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

„მე ვესწრებოდი ამ საქმის განხილვას სტრასბურგის სასამართლოში და კარგად მახსოვს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა რა არგუმენტი წამოაყენა, რომ მისი მკვლელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას იმ წუთას არ ასრულებდნენ, არ ეცვათ სამსახურის ფორმაო და ეს პირად კონფლიქტად უნდა იქნას განხილულიო და მხოლოდ ამიტომ მოხდა, რომ მე-2 მუხლის არსებითი დარღვევა არ იქნა დადგენილი, თუმცა, თუ გახსოვთ და ალბათ ამას ვერ უარყოფთ, სახელმწიფომ მაშინ უარი თქვა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და როდესაც ევროპულმა სასამართლომ მას მოსთხოვა სატელეფონო ჩანაწერების გაგზავნა მკვლელებსა და სუფრის მონაწილეებს შორის, სახელმწიფომ მას, მიუხედავად რამდენიმე მოთხოვნისა, უარი თქვა სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და ამას მოჰყვა კიდევაც კონვენციის 38-ე მუხლის ცალკე დარღვევის აღიარება სწორედ იმის ნიშნად, რომ სახელმწიფომ არ ითანამშრომლა. ეს ინფორმაცია რომ გადაცემული ყოფილიყო, არ არის გამორიცხული, რომ მე-2 მუხლის არსებითი დარღვევაც დადგენილიყო, მაგრამ ეტყობა ისეთი საუბრები იყო, რომ სახელმწიფოს ერჩივნა, რომ 38-ე მუხლის დარღვევა ყოფილიყო აღიარებული ვიდრე ის გამჟღავნებულიყო რა იყო იმ საუბრებში“,-განაცხადა ევა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნანა კაკაბაძე: გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც

4 წთ წინ6 წთ
შაკო კუჭაშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ… პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც

2 სთ წინ5 წთ
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

23 სთ წინ2 წთ