თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ევროკომისიის კვლევა: ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონისადმი აღიარებს შავ ზღვასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, როგორც საკვანძო კარიბჭეს

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი სასურველიდან სტრატეგიულად აუცილებელ მარშრუტად იქცა, რაც გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და „ჩრდილოეთის დერეფნის“ მოწყვლადობას ასახავს, – აღნიშნულია ევროკომისიის კვლევაში სახელწოდებით Advancing a Cross-Regional Connectivity Agenda („რეგიონთაშორისი კავშირების განვითარების დღის წესრიგი“).

„ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონისადმი აღიარებს შავ ზღვასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, როგორც საკვანძო კარიბჭეს, რომელიც აკავშირებს ევროპას თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და მის მიღმა რეგიონებთან. ევროკავშირისთვის, გაძლიერებულმა სატრანსპორტო დაკავშირებადობამ თურქეთთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან (სამხრეთ კავკასიის ჩათვლით) და ცენტრალურ აზიასთან, შესაძლოა უზრუნველყოს ნედლეულისა და საქონლის უფრო სწრაფი და საიმედო იმპორტი და ამავდროულად გახსნას საექსპორტო ბაზრები მთელ ევრაზიაში, რაც ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის განვითარებას გამოიწვევს.

ამ მისწრაფებაში, ჩრდილოეთის დერეფნის საიმედოობის შემცირებისა და სამხრეთის მარშრუტის ნელი განვითარების ფონზე, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი (TCTC) წარმოჩინდება, როგორც ყველაზე იმედისმომცემი გზა ევროპასა და აზიას შორის მდგრადი, დივერსიფიცირებული და გეოპოლიტიკურად მდგრადი მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირისთვის.

როგორც წესი, როდესაც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი (TCTC) განიხილება, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი წარმოჩინდებიან, როგორც ძირითადი აქტორები ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალ მარშრუტზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევის ავტორები ასევე წერენ, რომ რეგიონში ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო ამკვიდრებს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს, როგორც ყველაზე სიცოცხლისუნარიან მარშრუტს მდგრადი, დივერსიფიცირებული და მედეგი რეგიონული დაკავშირებადობისთვის.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ