— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული…

ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახური, ე.წ. ნორმანდიის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს.

შეფასების 10-ბალიანი სისტემით საქართველომ 9,66 ქულა მიიღო, ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთსო სამეულში მოხვდა.

კვლევის მიხედვით, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე საქართველო, მესამე ადგილზე კი – საუდის არაბეთი. რაც შეხება ევროპის ქვეყნებს, დადებითი შეფასებით, ნორვეგიისა და საქართველოს შემდეგ შვეიცარია გამოირჩევა. ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით ევროპაში ბოლო ადგილზე უკრაინაა. რეიტინგში მოლდოვა ერთი ადგილით ჩამორჩება რუსეთს, რომელიც თავის მხრივ ჩამორჩება ბელარუსს. 

კვლევის ფარგლებში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მაჩვენებლები ცალკე შეჯამდა. ირკვევა, რომ ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით ევროკავშირი ჩამორჩება ვენესუელას, გვატემალას და ელ სალვადორის დონეს, მაგრამ მცირედით უსწრებს დიდი ბრიტანეთის მაჩვენებელს, რომელიც თავის მხრივ ვიეტნამს და კოსტა რიკას ჩამორჩება.

ეკონომიკური კრიზისებისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თემატურ მონაცემებს სამთავრობო ვალის, მოსახლეობის და კერძო სექტორის ფინანსურის სტაბილურობის ინდიკატორების  შერჩეული პარამეტრების ანალიზს.  

ევროკომიიის მირ წარმდგენილი განმარტებს მიხედვით, ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახურის ნორმანდიის ანგარიში იყენებს მიდგომას, რომელიც მორგებულია ევროკავშირის ქმედებებზე. იგი განსაზღვრავს კონფლიქტს და სრულყოფილ მშვიდობასა და სრულ ომს შორის მრავალრიცხოვან ეტაპებს, როგორც ფაქტორების პროდუქტს, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ მის საგარეო მოქმედების სტრატეგიაში გამოვლენილ მთავარ საფრთხეებთან. ანგარიში აერთიანებს გეოპოლიტიკურ მაჩვენებლებს ეკონომიკურ და სოციალურ მონაცემებთან.

https://www.europarl.europa.eu/thinktank/infographics/peaceandsecurity/index.html#/map